ბიზნესი
13/03/2023

"წარმოებას 3-ჯერ გავზრდით“ - "მისკუზი" ახალ საწარმოში გადავიდა

საქართველოში წარმოებული ეკომეგობრული, ფერადი გორგოლაჭების ბრენდი „მისკუზი“ გაფართოვდა. კომპანია რამდენიმე კვირაა, ახალ საწარმოში გადავიდა, სადაც წარმადობა 3-ჯერ გაიზრდება.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ბრენდის თანამდამფუძნებელმა მარიამ ქემოკლიძემ განუცხადა, „მისკუზის“ ახალი საწარმო თანამედროვე დანადგარებით აღიჭურვა.

„როგორც  იცით, როგორც მსოფლიო ბაზარზე, ისე საქართველოში ფერად, ეკომეგობრულ გორგოლაჭებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. ამიტომ, გავაფართოვეთ წარმოება. თუ აქამდე თვეში მხოლოდ 100 გორგოლაჭს ვამზადებდით, ახლა უკვე 300 გორგოლაჭის წარმოება შეგვიძლია“, - აღნიშნა მარიამ ქემოკლიძემ.

მისივე ინფორმაციით, გაზრდილი წარმადობა კომპანიას შესაძლებლობას მისცემს ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა დააკმაყოფილოს და ექსპორტზეც გავიდეს.

ამასთან, „მისკუზის“ დამფუძნებლების გეგმებშია, როლერებისთვის სპეციალური დარბაზის გახსნა, დამცავი ინვეტარის შექნა, კერძოდ  - ჩაფხუტების, სამუხლეების და სხვა.

ცნობისთვის, საქართველოში ეკომეგობრული, ფერადი გორგოლაჭების წარმოება  იმპორტირებული ნედლეულით, 2022 წელს დაიწყო.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023