ბიზნესი
23/12/2020

ცელქი ბავშვების სამოსიდან ვინტაჟურ პირბადეებამდე - "სპილოუ" Amazon-ზე ფეხს იკიდებს

"სპილოუ" იმ ქართულ კომპანიებს შორისაა, რომელმაც პანდემიასთან და ახალ რეალობასთან ადაპტაციის სწრაფად მოახერხა. 

ბრენდმა, რომელიც ბაზარზე საბავშვო ტანსაცმლის საინტერესო კონცეფციით იყო წარმოდგენილი - პანდემიის პირველი ტალღისას - წარმოებაც შეაჩერა და მაღაზიაც დახურა, თუმცა გამოწვევებს ფეხი მალევე აუწყო და ახალ მოცემულობასთან წარმატებით ადაპტირდა.

კომპანიამ დაიწყო მრავალჯერადი პირბადეების წარმოება, რითაც ყურადღება მალევე მიიქცია, თანაც არა მხოლოდ ადგილობრივი მასშტაბით.

"სპილოუს" ვინტაჟური და ფერადი დიზაინის ახალი პროდუქტი ბრიტანული Amazon-ის და ყველაზე მაღალტირაჟიანი ყოველდღიური გამოცემა The SUN-ის რჩეულიც გახდა. 

„ტანსაცმელი, რომელსაც მანამდე ვაწარმოებდით, გარდასახვისთვის და როლური თამაშებისთვის იყო, ცელქი ბავშვებისთვის დინოჟაკეტების, მონსტრ და ბალერინა კაბებს ვკერავდით, თუმცა პანდემიამ, დაბრკოლებების შექმნასთან ერთად, გზა სხვა მიმართულებითაც გაგვიხსნა. იყო პერიოდი, როცა წარმოება მთლიანად გავაჩერეთ, თუმცა ახლა კონტრაქტორ ფაბრიკებთან ვთანამშრომლობთ და პირიქით, შემიძლია ვთქვა, რომ მნიშვნელოვნადაც გავიზარდეთ. ფერადი მრავალჯერადი პირბადეები ის პროდუქტი აღმოჩდა, რომლითაც თიბისის ბიზნესდაჯიდოვების ფინალისტებშიც მოვხვდით,“ - ამბობს, „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის თანადამფუძნებელი, მარინკა ღარიბაშვილი.

პროდუქცია ექსპორტზე აქტიურად გადის. აღსანიშნავია, რომ ბრიტანულ Amazon-ზე „სპილოუს“ საქართვლოში წარმოებული ცელქი ბავშვების ფერადი ტანსაცმელიც მალე გამოჩნდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023