ბიზნესი
21/01/2022

ცემენტის ადგილობრივ მწარმოებელ Magnum Group-ს გაყიდვები გაუნახევრდა

ცემენტის ადგილობრივი მწარმოებელი კომპანია Magnum Group-ის დირექტორი პაატა ნიკვაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ რეალიზაციის მაჩვენებელი პანდემიამდელ ნიშნულთან შედარებით თითქმის განახევრდა.

მისი განცხადებით, მიზეზი კომპლექსურია, მათ შორისაა, პანდემიისგან გამოწვეული ნეგატიური შედეგები, ლარის გაუფასურება და მშენებლობისთვის არააქტიური სეზონი.

„გაჩერებულები არ ვართ, თუმცა, ამას მუშაობაც არ ჰქვია, რთული მდგომარეობა გვაქვს. დაგეგმილი გვქონდა წარმადობის გაზრდაც, თუმცა, ეს პროექტი შექმნილი ვითარების გამო დაგვიპაუზდა. ვიდრე პანდემია არ დასრულდება და ძველ მაჩვენებლებზე არ გავალთ, რეინვესტიცრების შესაძლებლობა არ იქნება,“ - აცხადებს ნიკვაშვილი.

ახლა Magnum Group-ი თვეში 6000-7000 ტონა ცემენტს აწარმოებს. ამჟამად Magnum Group-ის ბრუნვა  1,5 მლნ ლარს შეადგენს.

კომპანია Magnum Group-ი 2008 წლიდან ოპერირებს და ფლობს ცემენტის ქარხანას კასპში. კომპანია აწარმოებას ორი ტიპის ცემენტს (M400, M500). 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023