ბიზნესი
31/01/2022

წერტი: კარგი შედეგები გვაქვს, მომხმარებელს ჩვენი პროდუქცია მოსწონს

"წერტის" დამფუძნებელი ბექა გონაშვილი მაღაზიის მუშაობით და წარმოების შედეგებით კმაყოფილია.

როგორც ბექა გონაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს,  "წერტი" დღეში დაახლოებით 1.5 ტონა რძეს ამუშავებს და რეალიზებას ახდენს.

"შედეგები ძალიან კარგი გვაქვს. მომხმარებელს ჩვენი პროდუქცია ძალიან მოსწონს", - აღნიშნა ბექა გონაშვილმა.

მისი თქმით, მაღაზია ონლაინ სერვისითაც სარგებლობს. მომხმარებელს პროდუქციის მიღება შეუძლია, როგორც "გლოვოს" საშუალებით, ისე მაღაზიის სადისტრიბუციო მომსახურებითაც.

ბექა გონაშვილის თქმით, კომპანიაში, ფერმერების ჩათვლით, დაახლოებით 130 ადამიანია დასაქმებული.

სამომავლოდ მაღაზია "წერტის" გაფართოებაც იგეგმება.

"ფერმერების მიმართულებით, ვგეგმავთ, როგორც საკუთარი ფერმის გაფართოებას, ისე პარტნიორ ფერმერებთან თანამშრომლობა უფრო მაღალ დონეზე გვექნება, სადაც მოხდება საქონლის გაზრდა და შემდეგ "წერტის" მომარაგება", - აცხადებს ბექა გონაშვილი.

ხორცპროდუქტების, რძისა და რძის ნაწარმის, ასევე სოფლის პროდუქტების პირველი მაღაზია "წერტი" კომპანია "აგროქიზიყმა" 2019 წლის ზაფხულში გახსნა. მოგვიანებით წერტიმ მეორე მაღაზია გახსნა, სადაც რძის პროდუქტების წარმოებაც დაიწყო. "წერტში" მზადდება სულგუნი, იმერული ყველი, კარაქი და ა.შ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023