ბიზნესი
23/03/2021

"წერტი" ყაზბეგის ფილიალში კაფეს გახსნას აპრილში გეგმავს

წერტი ახალ ფილიალში კაფეს გახსნას აპირებს. ბისტროს სტილის სასადილოს გახსნა, რომელიც ყაზბეგის ფილიალში მეორე სართულზე მოეწყობა, აპრილის შუა რიცხვებში იგეგმება.

კაფეში მომხმარებელს წერტის წარმოების პროდქტების ადგილზე დაგემოვნების შესაძლებლობა ექნება.

„კაფე უფრო ბისტროს ტიპის იქნება, სტუმარი შეძლებს ჩვენთან წარმოებული პროდუქციის ადგილზე დაგემოვნებას. აქცენტი ლანჩზე გაკეთდება და დასაქმებული ადამიანები შესვენებაზე შეძლებენ წახემსებას, იქნება განსხვავებული მენიუ. მომხმარებლები შეძლებენ დავარგებული ხორცის სხვადასხვა სენდვიჩების და სხვა ასეთი პროდუქტების დაგემოვნებას, რაც მაქსიმალურად იქნება ჩვენს წარმოებაზე დაფუძნებული," - განმარტავს წერტის თანადამფუძნებელი, ბიძინა გონაშვილი.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, იგეგმება ასევე ასორტიმენტის ზრდაც. "წერტის" წამოებულ პროდუქციას, ხაჭო და ნადუღიც დაემატება.

ბიძინა გონაშვილის თქმით, უახლოეს პერიოდში "წერტი" კამეჩის მაწვნის წარმოებასაც დაიწყებს. კომპანიამ უკვე მოიძია სუფთა და შემოწმებული კამეჩის რძის მომწოდებელი ფერმაც.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, კაფესთან ერთად "წერტის" მეორე ფილიალი ჯამურად 40-მდე ადამიანს დაასაქმებს. როგორც "წერტში" აცხადებენ, ახალი ფილიალის დამატება ჯერ-ჯერობით არ იგეგმება, ვინაიდან კომპანია ამ ეტაპზე არსებული რესურსის მაქსიმალურად ათვისგებას გეგმავს. ამ ეტაპზე კომპანია ჯამურად 80-მდე ადამიანს ასაქმებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023