ბიზნესი
18/01/2021

წინაპირობა COVID-ტესტირება - თებერვლიდან მოლები და ბაზრობები გაიხსნება

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტაენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, თებერვლიდან დიდ ქალაქებში იგეგმება მოლებისა და ბაზრობების გახსნა, ამის წინაპირობა კი, ტესტირება იქნება.

მისი თქმით, პირველ ეტაპზე ტესტირება სუბსიდირებული იქნება სახელმწიფოს მხრიდან.

„მიმდინარე კვირაში ეკონომიკის სამინისტროსთან და ბიზნესომბუდსმენთან ერთად შევხვდებით ბიზნესის წარმომადგენლებს. დაანონსებულია, რომ პირველი თებერვლიდან მოხდება ბაზრების და მოლების ფუნქციონირების განახლება. ამ შემთხვევაში საუბარია მსხვილ ქალაქებზე.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულია ელექტრონული პლატფორმა, სადაც ბიზნესი დარეგისტრირდება, მარტივი ბიუროკრატიული პროცესების გარეშე, ამ რეგისტრაციის საშუალებით, რომელიც მიმდინარე კვირაში იქნება ცხადი, მოხდება ტესტირების განხორციელება და ეს ტესტირების შემდგომი პროცესი იქნება პირველი თებერვლიდან საქმიანობის განახლება. ყველა ის პროტოკოლი, რომელიც მანამდე იყო განსაზღვრული ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, რჩება ძალაში, დამატებითია ტეტსირება, რომელიც უზრუნველყოფს პრევენციას იმისთვის, რომ ჩვენ დავიცვათ თითოეული დასაქმებული, მეორეს მხრივ მოქალაქე, რომელიც ასეთ ობიექტზე ხშირ შემთხვევაში ახდენს ვიზიტს, მესამე დადებითია ის, რომ თუ ვინმე აღმოაჩენს, რომ შიდა გავრცელებაა და მყისიერად მიიღებს ზომებს, ეს იქნება იმის გარანტი, რომ მათი ეკონომიკური მდგრადობა იქნება შენარჩნებული.

პირველი ტესტირება სუბსიდირებული იქნება სახელმწიფოს მხრიდან. აგრეთვე მოხდება მუდმივი მონიტორინგი, რამდენი ადამიანი გაიტესტა ამათუიმ დაწესებულებაში“,- აღნიშნა ბექა ფერაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023