ბიზნესი
16/11/2020

ცივი ჩაი გლინტვეინის არომატით - “გურიელმა“ ბაზარზე ახალი პროდუქტი გამოიტანა

ქართული ჩაის ბრენდმა „გურიელმა“ ბაზარზე ცივი ჩაის ახალი სახეობა - შავი ჩაი გლინტვეინის არომატით გამოიტანა, რომელიც თვის ბოლომდე საქართველოს მასშტაბით იქნება წარმოდგენილი. როგორც კომპანიის კომერციის აღმასრულებელი დირექტორი ნუცა ავალიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, პროდუქტი სიახლეა არამარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს ბაზრისთვისაც.

“ცივი ჩაი გურიელის ყველა ინგრედიენტი ნატურალურია, რაც მოთხოვნას ჩვენი პროდუქტის მიმართ მსოფლიო ბაზარზე უფრო აძლიერებს. ექსპორტზე უკვე გავიტანეთ სატესტო რაოდენობის ჩაი და კარგი გამოხმაურება მოჰყვა. პანდემიიდან გამომდინარე ტემპი ცოტა შენელებულია, ჩვენ მაინც აქტიურად ვმუშაობთ ამ თემაზე და სულ მალე გაგიზიარებთ თუ სად სვამენ ჩვენს ჩაის,“ - აცხადებს ნუცა ავალიშვილი.

მისი განცხადებით, „გეოპლანტმა“ ცივი ჩაის წარმოება 2019 წლის ივნისში დაიწყო. მის რეალიზაციას კი საქართველოს მასშტაბით (ქსელური ჰიპერმარკეტები, მარკეტები, უბნის მაღაზიები და ა.შ) ახდენს.

„წარმოებაშია 4 ძირითადი სახეობის ცივი ჩაი. ესენია: შავი ჩაი ატმით, შავი ჩაი ჟოლოს და ვანილის არომატით, მწვანე ჩაი ფეიხოას არომატით, მწვანე ჩაი პიტნის არომატით. პროდუქცია 0.5 მილიგრამიანი, პლასტმასის ბოთლების შეფუთვით იყიდება,“ - აცხადებს ნუცა ავალიშვილი.

მისივე განცხადებით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 2 მლნ ლარს შეადგენს. „ცივი ჩაი გურიელი“ 2021 წლისთვის, ცივი ჩაის ბაზრის 45%-იანი წილის ათვისებას გეგმავს.

უკვე 10 წელია, რაც „გურიელი“ საქართველოს ბაზარზე გამოჩნდა და არც თუ ისე მორიდებული პოზიცია დაიკავა. იგი გურული ტემპით აყვა მსოფლიო სტანდარტებს და შესაბამისად, პირველი ჩაის ქართული ბრენდი იყო, რომელმაც შემოიტანა სხვადასხვა სიახლე და განახორციალა პროექტები, რომელიც არა მხოლოდ სფეროს განვითარებას, არამედ ქართული კულტურული მემკვიდრეობის მხარდაჭერას ემსახურება.

კომპანია ფლობს 330 ჰა ჩაის პლანტაციას, ორ პირველადი გადამუშავების და ორ დასაფასოებელ საწარმოს, რომლებიც აღჭურვილია ჩაის გადამუშავების და დაფასოების უახლესი ტექნოლოგიებით და მანქანა-დანადგარებით IMA (იტალია), Fuso (იაპონია), Marden Edwards (დიდი ბრიტანეთი), T&I Global (ინდოეთი). 2014 წელს კომპანიამ დანერგა სურსათის უვნებლობის სისტემა HACCP. 2016 წელს კომპანიამ დანერგა ISO 22000:2005.

კომპანია ჩაის „გურიელის“ ბრენდის ქვეშ აწარმოებს. პროდუქციის რეალიზება ხდება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023