ბიზნესი
24/09/2020

წლის ბოლომდე ქუთაისის თიზ-ში სილიციუმის წარმოება დაიწყება

2020 წლის ბოლომდე ქუთაისის თიზ-ში სილიციუმის წარმოება დაიწყება.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ზონის აღმასრულებელმა დირექტორმა სოსო ნიბლაძემ განუცხადა, როგორც კი ტექნიკური და საკანონმდებლო დონეზე არსებული საკითხები მოგვარდება, საწარმო ამუშავდება და სილიციუმის დამზადება დაიწყება.

ნიბლაძის ინფორმაციით, იცვლება ელექტროენერგიის მომარაგების სისტემა, განსაკუთრებით მსხვილი საწარმოებისთვის. შესაბამისად, თუ ადრე რეგიონებში იყო ერთი პროვაიდერი და იყო „ენერგო–პრო ჯორჯია“, ახლა ბაზარი უფრო ლიბერალური ხდება და კომპანიები, რომლებსაც ელექტროენერგიის მაღალი მოხმარება აქვთ, უნდა დარეგისტრირდნენ პირდაპირ მომხმარებლად და თავად იმუშაონ საკუთარი ელექტროენერგიის მომარაგებაზე, მომწოდებლებთან და ასე შემდეგ.

„გარკვეულწილად გართულებები იყო, თუმცა, საკითხი მოგვარებისკენ მიდის  და ველოდებით, რომ წლის ბოლომდე ჩინური კომპანია ამ კუთხით საქმიანობას დაიწყებს,“ – აცხადებს სოსო ნიბლაძე.  

პროდუქტი ექსპორტზე გავა, პროექტის ჯამური ღირებულება კი $3 მლნ-ია.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023