ბიზნესი
14/09/2023

"წლის ბოლომდე, ოქროს ფასი, სავარაუდოდ, $1950-ის ფარგლებში შენარჩუნდება"

ოქროს საერთაშორისო ბირჟებზე, ამჟამად, სტაბილური ვითარება შეინიშნება და 1 უნცია ოქროს ღირებულება 1900-დან 2000 დოლარამდე ფარგლებში მერყეობს, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ რატი მესხიშვილმა - Galt & Taggart-ის უფროსმა ასოცირებულმა ბროკერმა განუცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი კვლავ გრძელდება, მსოფლიოში კოვიდის ახალი შტამიც გამოჩნდა, სხვადასხვა ქვეყანაში კი მაღალი ინფლაცია ფიქსირდება, ამ ყველაფრის ფონზე, ოქროს ფასები მაინც სტაბილიზაციისკენ წავიდა.

„აგვისტოს შუა პერიოდში ოქროს ღირებულება 1900 დოლარსაც კი ჩამოსცდა. ექსპერტების ვარაუდით, მიმდინარე წლის ბოლომდე, ოქროს ფასი, სავარაუდოდ, 1950 დოლარის ფარგლებში შენარჩუნდება, რადგან წამყვანმა ეკონომიკებმა განაცხადეს, რომ საპროცენტო განაკვეთების ზრდას განაგრძობენ, რათა ინფლაცია კალაპოტში ჩააყენონ.

საპროცენტო განაკვეთების ზრდა კი, ავტომატურად ზრდის ოქროსს ფასსაც.

მოლოდინებია, რომ ბაზარზე საპროცენტო განაკვეთების ვარდნა დაიწყება 2024 წლის დასაწყისიდან, ან მეორე ნახევრიდან და შესაბამისად, ოქროს ფასებმა სწორედ ამ დროიდან დაწევა უნდა დაიწყოს. ექსპერტების განმარტებითვე, თუ მსოფლიოში დღევანდელი რეალობა და მოცემულობა შენარჩუნდა და ნეგატიური ძვრები აღარ მოხდა, მაშინ გრძელვადიან პერიოდში, შესაძლებელი იქნება, რომ ოქროს ფასი პრეპანდემიურ დონეს, ანუ 1600-1700 დოლარს დაუახლოვდეს.

თუმცა, ეს არ მოხდება მყისიერად და დამოკიდებული იქნება ბევრ ფაქტორზე, მათ შორის - რუსეთ უკრაინის ომის დასრულებაზე, გლობალური ინფლაციის შემცირებასა და ეკონომიკის ზრდაზე“, - აღნიშნა რატი მესხიშვილმა.

მისივე თქმით, ოქროზე საერთაშორისო ფასების დაწევა ასახვას ჰპოვებს საქართველოზეც, თუმცა ამას დამატებით 2-3 და შესაძლოა, 4 კვირაც კი დასჭირდეს.

შეგახსენებთ, 2023 წლის განმავლობაში ოქროს ფასები უმეტესად 1900-დან 2000 დოლარის ფარგლებშია,  მაშინ, როცა 2022 წელს ძირითადად 1800 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. დღევანდელი მდგომარეობით კი, 1 უნცია ოქროს ღირებულება 1,911 დოლარს შეადგენს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023