ბიზნესი
03/05/2022

"ცმაცი" - ბაზარზე ქართული წარმოების ტყლაპის ჩიფსები გამოჩნდება

უახლოეს მომავალში ბაზარზე "ჩემპის" წარმოებული ტყლაპის ჩიფსები გამოჩნდება.

პროდუქტის შექმნის იდეა საწარმოს სოციალური მიზნის განხორციელების პროცესში გაჩნდა, რომელიც უნარჩენო წარმოებას გულისხმობს. 

"2021 წლის ბოლოს მოვიპოვეთ ევროკავშირისა და არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის გრანტი. ამ რესურსით გავზარდეთ წარმოების მასშტაბები. დავასაქმეთ დიცში მცხოვრები ადგილობრივი ქალები. მუდმივად ვთანამშრომლობთ ადგილობრივ ფერმერებთან. ასვეე, დავიწყეთ პრიორიტეტული მიმართულების, უნარჩენო წარმოების განვითარება. ეს წარმოების პროცესში ვაშლის კვებითი ღირებულების მქონე ნარჩენების გადამუშავებასა და ერთიანი მასის მიღებას გულისხმობს. ამ მასის შედეგად ვიღებთ ინოვაციური კონცეფციის ხრაშუნა ტექსტურის ტყლაპს. მას "ცმაცი" ერქმევა და უახლოეს მომავალში ეს პროდუქტიც გამოჩნდება ბაზარზე",- აღნიშნა "ბიზნესპარტნიორთან" საწარმოს თანადამფუძნებელმა, ნონა ნონიაშვილმა. 

ცნობისთვის, "ჩემპი" ვაშლის ჩიფსების მწარმოებელი ქართული კომპანიაა, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე 2018 წელს გამოჩნდა. "ჩემპის" მიერ ნაწარმოები პროდუქციის 60% ექსპორტზე ამერიკაში გადის. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023