ბიზნესი
23/09/2020

"წყალი მარგებელმა" ბუღას ბრენდით სამი ახალი პროდუქტის წარმოება დაიწყო

ქართულ ბაზარზე სს „წყალი მარგებელმა“ ბუღას ბრენდით, სამი ახალი პროდუქტის წარმოება დაიწყო.

კომპანიის პორტფელში, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნად პროდუქტს, ქართულ ენერგეტიკულ სასმელ, „ბუღას“, 2020 წლის სექტემბრიდან ორი ახალი ენერგეტიკული სასმელი და მატონიზირებელი წყალი დაემატა.

მომხმარებელს ახალი გემოების დაგემოვნება უკვე შეუძლია.

ენერგეტიკული სასმელი „ვარდისფერი ბუღა“ უნიკალური პროდუქტია, რომლის ანალოგიც არ არსებობს. მისი გემო გამორჩეულია - გვირილის, ცაცხვის ყვავილის, მწვანე ჩაის ექსტრაქტების, ყურძნის, ფორთოხლისა და ლავანდას ბუნებრივი, პრემიალური არომატიზატორის სინთეზით. ლოტოსისა და გვირილის განსაკუთრებული გემო საუკეთესო განწყობის შექმნის გარანტიაა.

“ვარდისფერი ბუღა” იდეალური სასმელია მათთვის, ვინც ენერგეტიკულ სასმელს არასტანდარტული, განსხვავებული გემოთი ეძებს

„ბუღა 0 კალორია“ უშაქრო სასმელია, რომელიც აქტიური, ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარული ადამიანებისთვისაა შექმნილი. ის ენერგიის შენარჩუნების საუკეთესო საშუალებაა მათთვის, ვინც ზედმეტ კალორიებს ერიდება.

ტონიკის პირველი ქართული ბრენდი „ბუღას“ გემო, საქართველოს ბარმენთა ასოციაციასთან თანამშრომლობით შეირჩა და საუკეთესო არჩევანია კოქტეილების შესაქმნელად.  

ახალი პროდუქტები უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებს შეიცავს და თანამედროვე დიზაინით გამოირჩევა.

კომპანია „წყალი მარგებელი“ უკვე 20 წელზე მეტია „ნაბეღლავის“ მინერალური წყლის წარმოების სათავეშია. ისტორიული მინერალური წყლის ქარხნულ წარმოებასთან ერთად, კომპანია წყაროს წყალ „ბახმაროსა“ და „ჯეო ნატურას“აწარმოებს,  2017 წლიდან „წყალი მარგებელი“  ევროპაში წვენებისა და უალკოჰოლო სასმელების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებლის, „რაუხის“ პარტნიორია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023