ბიზნესი
21/07/2020

წყალტუბოში მინი-ქალაქის მშენებლობა 2021 წლის ივლისში დასრულდება

წყალტუბოში მინი-ქალაქის მშენებლობლობა 2021 წლის ივლისში დასრულდება.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და არქიტეტურის განყოფილების უფროსმა ლევან ჩაკვეტაძემ განაცხადა, პროექტის ინვესტორ კომპანიას „ასალ ინშაათი“  მშენებლობა 2020 წლის ივნისში უნდა დაესრულებინა, თუმცა, ინვესტორებმა  წყალტუბოს მერიას ვადის გადაწევის მოთხოვნით მიმართეს. შედეგად, მუნიციპალიტეტის თანხმობით კომპანიას მშენებლობის დასრულების ვადა 1 წლით გაუხანგრძლივდა. 

ჩაკვეტაძე აცხადებს, რომ ინვესტორებმა ვადის გაწევა გარკვეული ფინანსური პრობლემების გამო ითხოვეს. წყალტუბოს მინიციპალიტეტში აცხადებენ, ინვესტორებს ხელი COVID-19-მაც შეუშალა.

როგორც ცნობილია, პროექტის განმახორციელებელ თურქულ კომპანია „ასალ ინშაათს“ ფინანსური პრობლემები ჰქონდა. კომპანიის წარმომადგენელი კახა ბაბუნაშვილი განმარტავს, რომ უახლოეს პერიოდში ინვესტორები საქართველოში ჩამოსვლას აპირებენ, რომლის შემდეგაც სამუშოები განახლდება.

ზედა მესხეთის ტერიტორიაზე, პროექტის მიხედვით, ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით მინი ქალაქის მოწყობა იგეგმება.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 4 მილიონი დოლარია. ამ დროისთვის ადგილზე 10 საცხოვრებელი კორპუსიდან მხოლოდ 2-ია ექსპლუატაციაში შესული.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023