ბიზნესი
26/01/2021

“თუ დროულად არ მიიღებენ გახსნის გადაწყვეტილებას, სექტორი ვერ გადარჩება“

„ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ დირექტორი გიორგი ასათიანი „ბიზნესპარტნიორთან“  აცხადებს, რომ სპორტული დარბაზების გახსნის თარიღთან დაკავშირებით მოლაპარაკება არ ყოფილა.

„წინა ლოკდაუნის დროს აქტიური კომუნიკაცია და შეხვედრები იყო, დეტალურად გავდიდიოთ იმ რეგულაციებს, რომელთან ერთადაც მოგვიწევდა მუშაობა. თუ ვერ მოხერხდება დროულად გახსნის თარიღზე ჩამოყალიბება, სექტორი უბრალოდ ვერ მიაღწევს იმ პერიოდამდე, მარტამდე ან აპრილამდე, როდესაც შეზღუდევებს მოხსნა იგეგმება.

ორი მოთხოვნა გვაქვს, პირველი-გავრცელდეს იგივე ტიპის დახმარებები, რაც ყველა სხვა სექტორზე  გავრცელდა, თუნდაც, ბანკის პროცენტის სუბსიდირება. ვიცი, რომ ეკონომიკის სამინისტრო ამაზე მუშაობს და უახლოეს დღეებში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება მეორე მოთხოვნა არის ის, რომ დროულად მოხდეს შეტყობინება, რა პერიოდისთვის უნდა ველოდოთ გახსნას.“ –აღნიშნას გიორგი ასათიანი.

შეგახსენებთ, რომ შრომის ინსპექცია შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად სპორტული დარბაზების მუშაობის აღდგენის გეგმაზე მსჯელობს. ამის შესახებ მთავარმა შრომის ინსპექტორმა, ბექა ფერაძემ „ბიზნესპარტნიორის ოთხეულში“ განაცხადა. ფერაძემ კონკრეტულ გეგმაზე ჯერჯერობით ვერ ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ პროცესის დაწყება უახლოეს მომავალშია შესაძლებელი.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023