ბიზნესი
11/02/2021

თუ ელექტრომობილის დამტენი გაქვთ ბიზნესის დაწყებასაც შეძლებთ - E-space-ის შეთავაზება

E-space-ი მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს. ბიზნეს მოდულის საშუალებით, ნებისმიერი პირი, რომელსაც ე.წ ჭკვიანი დამტენი აქვს, E-space-ის აპლიკაციაში ჩართვა და დამტენების მართვა თავად შეუძლია.

პროგრამაზე ხელმისაწვდომობა მომხმარებელს საშუალებას მისცემს მსურველებისთვის თავად დააწესოს დამტენით სარგებლობის ტარიფი, შემდეგ კი შემოსავალი მიიღოს.

„ბიზნეს მოდულის დახმარებით, ნებისმიერ მომხმარებელს, რომელსაც ე.წ ჭკვიანი დამტენი აქვს, შეუძლია ჩაერთოს ჩვენს აპლიკაციაში და თავისი დამტენები სწორედ მისი მეშვეობით მართოს. აქამდე პრობლემა იყო ის, რომ აპლიკაციის შექმნის ტექნოლოგია საკმაოდ რთულია, შესაბამისად, მას, ვისაც დამტენი აქვს, ძალიან ძვირი უჯდება ამ სერვისის დანერგვა. შესაბამისად, ჩვენ მომხმარებელს ამ პროცესს ვუმარტივებთ.

აპლიკაციის მეშვეობით მომხმარებელი ასევე შეძლებს, თავად განსაზღვროს, რა ტარიფს დააწესებს მომსახურებაზე, შემდეგ კი შემოსავალსაც მიიღებს. ეს პროდუქტი ქსელის განვითარებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. წარმოიდგინეთ, ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის, ფიზიკურ პირსაც შეუძლია იყიდოს დამტენი, შემდეგ კი ჩაერთოს ჩვენს ბილინგ სისტემაში. საკუთარ ელექტრომობილს თავადაც დატენის და როცა თავად არ დასჭირდება, გააქირავებს კიდეც“,- განმარტა „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ავთანდილ შავიშვილმა.

ბაზარზე ელექტრომიბილების დამტენის მაქსიმალური ფასი 7600 ლარია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023