ბიზნესი
19/01/2022

თურქული და უკრაინული კვერცხის იმპორტმა "კოდას" რეალიზაცია შეუმცირა

მეფრინველეობის კომპანია „კოდას“ დირექტორი ზურაბ ჭუჭულაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ გაყიდვები პანდემიამდელ მაჩვენებელს დაახლოებით 10%-ით ჩამორჩება და რომ არა, აჭარაში, იმპორტირებული კვერცხის დიდი რაოდენობით შემოტანა, კომპანიის რეალიზაციის მაჩვენებელი პანდემიამდელს გაუტოლდებოდა.

„18 000 ყუთი კვერცხი შემოვიდა თურქეთიდან და უკრაინიდან. მათი გასაყიდი ფასი ჩვენს თვითღირებულებაზე დაბალ ფასად იყიდებოდა. ამის ხარჯზე დაგეგმილი რეალიზაცია ვერ მოხდა. იმპორტს რომ არ შეეშალა ხელი ალბათ პანდემიამდელ პერიოდის გაყიდვებზე გავიდოდით,“ - აცხადებს ჭუჭულაშვილი.

მისივე განმარტებით, გასული წლებისგან განსხვავებით, წელს ზამთრის კურორტებზე სასტუმროები კარგად მუშაობენ, რაც ისახება კიდეც „კოდას“ შემოსავლებზე.

მისი განცხადებით, კომპანიამ 2021 წლის ოქტომბერში პროდუციაზე (კვერცხი, ქათამის ხორცი) ფასები გაზარდა, თუმცა, თუ მარცვლეულზე ფასების ზრდა გაგრძელდება, კომპანიას ფასების გადახედვა ისევ მოუწევს.

„იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასი 15%-ით გაიზარდა. სიმინდი, ხორბალი რუსეთიდან შემოდის, ევროპიდან შემოდის სხვადასხვა ვიტამინი და ვაქცინა, ყოველდღიურად გვეზრდება ფასები საკვებზე და სხვა პროდუქტზე. 1 კილოგრამი ხორბალი ღირდა 0.95 ლარი, დღეს კი 1.10 ლარი ღირს. თუ ასე გაგრძელდა ფასის მომატება მოგვიწევს,“ - აცხადებს ჭუჭულაშვილი.

„კოდა“ წლიური წარმადობა 65 მილიონი ცალი კვერცხია, ქათმის ხორცი კი წლის განმავლობაში 1000 ტონის ფარგლებში იწარმოება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023