ბიზნესი
02/11/2020

თურქული კაფე-რესტორანი MADO საქართველოს ბაზრიდან გავიდა

თურქული კაფე-რესტორანი MADO  საქართველოს ბაზრიდან გავიდა. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიაში განუცხადეს,  მიზეზი  პანდემიაა, რომლის შედეგადაც კაფე-რესტორანს შემოსავლები მკვეთრად შეუმცირდა. „ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ, სხვა დეტალებზე ვერ გესაუბრებით,“ - აცხადებენ კომპანიაში.

კომპანია თბილისში ორი ობიექტით იყო წარმოდგენილი (სავაჭრო ცენტრი „გალერია თბილისი“ და პუშკინის ქუჩა), მიმდინარე წლის აგვისტოდან კი პანდემიის შედეგად მხოლოდ ერთი, „გალერია თბილისის“  ფილიალი აგრძელებდა მუშაობას.

ზაფხულში  კომპანიის მფლობელი აჰმეთ ჰაითაოღლუ „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებდა, რომ კაფე-რესტორნის ძირითადი სტუმრები ტურისტები იყვნენ, შესაბამისად, საგრძნობლად იყო შემცირებული  აქტივობა სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისის“ მდებარე ფილიალშიც. მაშინ კომპანიის მფლობელი იმედოვნებდა, რომ სიტუაცია დადებითისკენ შეიცვლებოდა და მუშაობას ორივე ლოკაციაზე განაახლებდა.

MADO საქართველოს ბაზარზე 2017 წლიდან შემოვიდა. კომპანია ევროპის ბევრ ქვეყანაში 300 ფრენჩაიზინგ კაფითაა წარმოდგენილი. ნაყინის გარდა, MADO ქართველ მომხმარებელს სხვა მრავალ ნატურალურ პროდუქტსაც სთავაზობდა. მათ შორის წვენებს, ლიმონათებს, თურქულ ტკბილეულს და ევროპულ კერძებს. MADO-ში წარმოდგენილი კერძები ადგილობრივად მზადდებოდა, ნაყინი კი თურქეთიდან შემოდიოდა, რადგან მის დასამზადებლად საჭირო ტექნოლოგიას ბრენდის ცენტრალური საწარმო ფლობს.

კაფე-რესტორნის გახსნისთვის საქართველოში თურქული ჯგუფი იყო ჩამოსული. მათ შეასწავლეს ქართველებს კერძების დამზადების ტექნოლოგია. ქართველი თანამშრომლები ანკარაშიც  სპეციალურ ტრეინინგზეც იყვნენ.

2017 წელს MADO-ს ადგილობრივი მენეჯმენტი აცხადებდა, რომ იგეგმებოდა ქსელის გაფართოება. მათ შორის, მოკლევადიან სტრატეგიაში იყო საქართველოს მასშტაბით 5 კაფე-რესტორნის გახნა. მათ შორის ობიექტი უნდა გახსნილიყო ბათუმშიც.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023