ბიზნესი
17/03/2020

თურნავა კომპანიებს: ნუ აიწყობთ ბიზნესგეგმებს საერთო გაჭირვებაზე

ეკონომიკის მინისტრი მსხვილს სადისტრიბუციო, საბითუმო თუ საცალო ვაჭრობის კომპანიებს მოუწოდებს არ ისარგებლონ შექმნილი ვითარებით და აჟიოტაჟური მოთხოვნით.

“არ აიწყოთ ბიზნესგეგმები საერთო გაჭირვებაზე, ჩვენ ამას მკაცრად გავაკონტროლებთ,” – განაცხადა ნათია თურნავამ სადისტრიბუციო კომპანიებთან შეხვედრაზე.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ აღნიშნა, კომპანიების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მარაგის თვალსაზრისით, პრობლემა არ არსებობს.

„გავიარეთ ყველა ფინანსური და ლოგისტიკური საკითხი, რითიც შეიძლება გვერდში დავუდგეთ ამ კომპანიებს. მაგრამ სანაცვლოდ საკმაოდ მკაცრად მოვთხოვეთ, რომ მარაგების შევსება მოხდეს შეუფერხებლდ და სწრაფად. მივიღეთ დაპირება, რომ ამ მხრივ პრობლემა არ იქნება. ასევე მთავარი თემა იყო ფასები. მოვუწოდებთ ყველა კომპანიას – იქნება ეს მსხვილი სადისტრიბუციო-საბითუმო თუ საცალო ვაჭრობის კომპანია, არავინ ისარგებლოს შექმნილი ვითარებით“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

თავის მხრივ, როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო რეალურ რეჟიმში ახორციელებს იმის მონიტორინგს, რომ არ მოხდეს საკვები პროდუქტისა და სხვა პირველადი მოხმარების საგნებზე შეფერხება. მისი თქმით, ამ მხრივ, პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„ასევე მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ვინმემ არ ისარგებლოს ბოროტად არსებული სიტუაციით და სპეკულატიური ფასები არ არსებობდეს. ამაზე ვიქნებით ძალიან მკაცრები, პრინციპულები და მომთხოვნები. მოვუწოდებთ ყველას, რომ ამისგან თავი შეიკავოს, რადგან ჩვენი მხრიდან ძალიან მკაცრი რეაგირება იქნება“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023