ბიზნესი
12/12/2020

უძრავი ქონების ბაზარი პანდემიამდელ ნიშნულს 2023 წლიდან დაუბრუნდება

კომერციულ ფართებზე მოთხოვნა მკვეთრად მცირდება,თუმცა ფასები კლების ტენდენციით არ ხასიათდება. ბაზრის ამ უჩველო ქცევის მიზეზებს „ბიზნესპარტნიორთან“ „რემაქს კაპიტალის“ დამფუძნებელი, მარიამ ასათიანი განმარტავს.

„პარადოქსულია ჩვენი ბაზარი. იმის მიუხედავად, რომ მოთხოვნა და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა შემცირებულია, ფასების დრამატული ვარდნა არ გვაქვს. პანდემიის დასაწყისში კი ამას ყველა პროგნოზირებდა. ამას შეიძლება რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს. მაგალითად, უძრავი ქონება და საინვესტიციო უძრავი ქონება თავმოყრილია არასაშუალო სეგმენტის და არაბიუჯეტური შემოსავლის მქონე სეგმენტის ხელში, რომელიც პანდემიის პირობებში ნაკლებად მოწყვლადია. თუმცა აქაც, ყველაფერი მაინც იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი ხანი გაგრძელდება პანდემიასთან დაკავშირებით არსებული კრიზისი. რამდენიმე თვე შეიძლება მოცდა, თუმცა, თუ ეს გაგრძელდება მეტი დროით, მაინც მოსალოდნელია, რომ ფასებზეც აისახოს“,- განაცხადა ასათიანმა.

მან აქვე ბიზნეს ცენტრებში გაზრდილ ვაკანტურობაზე და საოფისე ფართების მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა.

„მოთხოვნა შემიცირებულია საოფისე ფართებზეც. თუმცა, დეკლარირებულ ფასებში დიდ ვარდნას ვერც აქ ვხედავთ. როგორც ჩანს, ბიზნეს ცენტრები მაინც ინარჩუნებენ რესურსს და ცდილობენ, რომ არსებული პერიოდი შენარჩუნებული ფასებით გადააგორონ. ვაკანტურობა საკმაოდ მაღალია და რასაც ვხედავთ, არის გარკვეული როტაციაც. რასაკვირველია, არსებულ დამქირავებლებთან მათი შენარჩუნების მიზნით. ფასები დაკორექტირდა. გარკვეულ კომპანიებს გაუჩნდათ შესაძლებლობა, რომ გადავიდნენ გაუმჯობესებულ პირობებში. ასევე, ვხედავთ პირიქითაც. ვისი შემოსავლებიც გაუარესებულია მათ დაბალბიუჯეტური ოფისები უნდათ, ხოლო ზოგი უსაფრთხოებიდან გამომდინარე ერიდება დიდ ბიზნეს ცენტრებს და პატარა ბინებში მოწყობილ ოფისებზე გაუჩნდათ მოთხოვნა“,- აღნიშნა მან.

„რემაქს კაპიტალის“ დამფუძნებელი ვარაუდობს, რომ მომდევნო ორი წელი ბაზრის აღდგენას დასჭირდება, პანდემიამდელ ნიშნულებს კი ის 2023 წლიდან დაუბრუნდება.

ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ხანი გაგრძელდება პანდემია. თუ დაავადების გავრცელების ეს მწვავე პერიოდი გაზაფხულთან ერთად ჩაცხრა, სავარაუდოდ, სრული 2021-2022 წელი დაეთმობა აღდგენას და 2023 წლიდან ვვარაუდობთ პანდემიამდელ ნიშნულებზე დაბრუნებას. ესეც სახარბიელო შედეგი იქნება იმის გათვალისწინებით, თუ როდის დამთავრდება პანდემია. ალბათ, საბოლოო აღდგენა მანამდე არ უნდა ვივარაუდოთ“,- ამბობს ასათიანი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023