ბიზნესი
26/01/2022

უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია: სექტორი ლიცენზირებას უნდა დაექვემდებაროს

უძრავი ქონების ბაზრის სპეციალისტები სექტორში არაპროფესიონალი კადრის პრობლემაზე საუბრობენ. საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ნატო ბოჭორიშვილი "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ სექტორში ამ მხრივ მძმე მდგომარეობაა და ამას ორი მიზეზით ხსნის.

პირველი, საკანონმდებლო კუთხით ეს არის შედარებით არარეგულირებული სფერო, განათლების თვალსაზრისით იქნება ეს თუ ლიცენზირების. როგორც ბოჭორიშვილი აღნიშნავს, ამაში სახელმწიფო ნაკლებად არის ჩართული, შესაბამისად, ბაზარზე  უძრავი ქონების ბევრი კომპანია არსებობს.

„ვინც 1-2 წარმატებულ ტრანზაქციას განახორციელებს, თვლის, რომ თავისი კომპანია უნდა გახსნას. ბევრი არაპროფესიონალია ბაზარზე. როდესაც კომპანიას გიხდება ვაკანსიის გამოცხადება, პრობლემებიც მანდ იწყება.  არიან ან არაკვალიფიციური, ან ადამიანები მცირედი კვალიფიკაციით და ისეთ ხელფასს ითხოვენ, რომელიც ფიზიკურად არ შეესაბამება რეალობას,“ - აცხადებს ბოჭორიშვილი.

საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს სფეროს ლიცენზირებაში ან გარკვეული კუთხით რეგულირებაში ხედავს.

"საერთაშორისო ბაზარზე ამ მხრივ ბევრი პრეცედენტი არსებობს და ამ საკითხის მოგვრება რთული არ არის, როგორც კი სახელმწიფოს მხრიდან საჭიროება იქნება. ეს ძალიან შეცვლის უძრავი ქონების ბაზრის მდგომარეობას იმ კუთხით, რომ მომხმარებლები უფრო კმაყოფილები იქნებიან და ეცოდინებათ რა ტიპის სერვისის მიღება შეუძლიათ,“ - აცხადებს ბოჭორიშვილი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023