ბიზნესი
13/05/2023

"უმალი" ბაზარზე ორაგულისგან დამზადებული, მონადირული ძეხვის გამოტანას გეგმავს

თევზის გადამამუშავებელი საწარმო „უმალი“ ბაზარზე ორაგულისგან დამზადებული, მონადირული ძეხვის გამოტანას გეგმავს.

როგორც კომპანიის დირექტორმა გენო ნასყიდაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, საცდელი ნიმუშები უკვე დამზადებულია, პროდუქცია კი გაყიდვაში, სავარაუდოდ, მაისის შუა რიცხვებიდან ჩაეშვება.

„ორაგულისგან დამზადებული ძეხვი ქართულ ბაზარზე ჯერ არ არის და ჩვენ ვიქნებით პირველები ამ კუთხით. შესაბამისი ნიმუშები უკვე გვაქვს და ქსელში გავუშვებთ უახლოეს პერიოდში.“-აღნიშნა გენო ნასყიდაშვილმა.

მისივე განმარტებით, კომპანია ამ ეტაპზე თევზისგან 30-ზე მეტი სახეობის პროდუქტს აწარმოებს. „უმალი“ ქართულ ბაზარზე 2017 წლის ივლისიდან ოპერირებს. კომპანია თევზპრუდუქტებით საქართველოს მთელ ტერიტორიას ამარაგებს. საწარმო ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში მდებარეობს და მასში ამ დროისთვის 80 ადამიანია დასაქმებული.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023