ბიზნესი
24/03/2023

"უსული" რაჭაში ესთეტიკურ სივრცეს გახსნის

ნატურალური კოსმეტიკის მწარმოებელი კომპანია „უსული“ რაჭაში ესთეტიკური სივრცის გახსნას 2024 წლის გაზაფხულზე გეგმავს. ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის თანადამფუძნებელმა, ხატია ლობჯანიძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ადგილი, სადაც კომპანია“ უსულის“ ესთეტიკური სივრცე განთავსდება უკვე მოძებულია. ის რაჭაში, ტურისტულ ზონაში მდებარე მრავალსაუკუნოვანის სახლი იქნება, რომლის მეორე სართული კომპანიას სრულად  დაეთმობა.

„ვარემონტებთ სივრცეს, სადაც ჩვენს პროდუქციას დავამზადებთ. გვექნება მასტერკლასებიც. დაინტერესბეულ პირებს შეეძლებათ საკუთარი ხელით შქმნან სურნელოვანი საპნები, სათლები. ისინი ადგილზე მიიღებენ ჩვენს მომსახურებას, დალევენ ჩაის, გაიკეთებენ სახის მასაჟს და ა.შ,“ -განმარტავს ლობჯანიძე.

 პროექტის საინვესტიციო ღირებულება ამ ეტაპზე უცნობია.

შეგახსენებთ, კომპანია „უსული“ დღისა და ღამის დამატენიანებელ საცხს, თვალის საცხს, ტუჩის ბალმს, მალამოს პრობლემური კანისათვის, რუჟის მისაღებ საცხს, შიმერს, სახის ნიღბებსა და კოსმეტიკურ საპონს, მიცერალურ წყალს, სახისა და თმის სერუმს, ტანის დასაბან გელს, ჰერპესის, დამწვრობის და ნაწოლების სამკურნალო მალამოებს, ფიჭვისა და ნაძვის ფისაზე დამზადებულ თმის ასაცლელ ცვილს აწარმოებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023