ბიზნესი
10/11/2020

“ვაკის ხორცპროდუქტები“ 2021 წელს რეგიონებში საფირმო მაღაზიებს გახსნის

ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ვაკის ხორცპროდუქტები“ მომავალ წელს საფირმო მაღაზიების გაფართოებას გეგმავს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“  კომპანიის გენარალურმა დირექტორმა ლევან ჩხაიძემ განუცხადა, დაგეგმილია რეგიონებში გასვლა.

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანია საფირმო მაღაზიების მხრივ მხოლოდ თბილისში, 9 ობიექტითაა წარმოდგენილი.

რაც შეეხება პროდუციას და რეალიზაციას, როგორც ჩხაიძე აცხადებს, კომპანიის მიმდინარე გაყიდვები გასული წლის ანალოგიური პერიოდის იდენტურია. დღეს კომპანია 75-მდე სახეობის ხორცპროდუქტებს აწარმოებს.

მისი განცხადებით, კომპანიამ წარმოება გასულ წელს, გლდანში მდებარე ახალ ქარხანაში გააგრძელა.

მანამდე კი 2015 წლის 13 ივნისის სტიქიამ „ვაკის ხორცპროდუქტების“ ქარხანა მთლიანად გაანადგურა. დაიტბორა საწარმოს მთლიანი ტერიტორია, გაფუჭდა პროდუქციაც. ზარალის სავარაუდო ოდენობამ რამდენიმე მილიონი ლარი შეადგინა.

„ვაკის ხორცპროდუქტებმა„ წარმოება სტიქიიდან დაახლოებით ერთ თვეში განაახლა. კომპანია პროდუქტს შეზღუდული რაოდენობით, ლილოში, „იოლის ქარხანოდან აწარმოებდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023