ბიზნესი
31/07/2023

ვარკეთილში, "ჩემი სათამაშოების სახლის" მეორე მაღაზია გაიხსნა

სათამაშოების მაღაზია „ჩემი სათამაშოების სახლი“  გაფართოვდა.

კომპანიის დამფუძნებლის, გიორგი ვარამაშვილის ინფორმაციით, რიგით მეორე მაღაზია  ვარკეთილი III-ში (3ა მკ/რ-ნი, კორპუსი - 341) გაიხსნა.  კომპანიის მენეჯმენტმა გაფართოების გადაწყვეტილება მომხმარებლის მხრიდან მაღალი მოთხოვნის შედეგად მიიღო.

„პირველი მაღაზია 7 თვის წინ გავხსენით, ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი მომხმარებლების წრე ინტენსიურად იზრდება, რაც კომპანიას სტაბილური განვითარების შესაძლებლობას აძლევს.  თამამად შეიძლება ითქვას, რომ არასდროს არ ვართ თანაბარ დონეზე, მუდმივად აქტიური მოთხოვნაა. ვცდილობთ გავამდიდროთ ასორტიმენტი, რაზეც მომხმარებლისგან ყოველთვის დადებით უკუკავშირს ვიღებთ,”-აცხადებს გიორგი ვარამაშვილი.

მისივე ინფორმაციით, „ჩემი სათამაშოების სახლი“  სხვადასხვა ქვეყნის წარმოების და დასახელების სათამაშოს აერთიანებს. მათ შორისაა საჩუქრები ყველა ასაკის თუ გემოვნების ბავშვისთვის. 

როგორც ჩემი სათამაშოების სახლის" თანადამფუძნებელი გიორგი ბიძინაშვილი აღნიშნავს, სწორედ პროდუქციის და კოლექციების რელევანტურობიდან გამომდინარე, ვარკეთილში გახსნილი ახალი მაღაზია  როგორც მომხმარებლისთვის, ისე - კომპანიისთვის, გაყიდვების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო წერტილად იქცევა.

„ბრენდი ზრდის მაჩვენებლებს ინარჩუნებს და ბაზარზე წარმატებულ ოპერირებას აგრძელებს. ვფიქრობთ, კიდევ უფრო  გავიზრდებით და მომხმარებელს კიდევ არაერთ სიახლეს შევთავაზებთ  ,“-აცხადებს გიორგი ბიძინაშვილი.

შეგახსენებთ, „ჩემი სათამაშოების სახლის“  პირველი მაღაზია ვარკეთილში, (საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩა N1) 2022 წლის დეკემბერს გაიხსნა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023