ბიზნესი
30/11/2020

ვატო ასათაშვილი: მძიმე ეკონომიკურ კრიზისში რეალურად ახლა შევდივართ

ამ შეზღუდვებმა ძირითადად დაარტყა მცირე ბიზნესსა და თვითდასაქმებულებს,- „ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელი მთავრობის დაწესებულ ახალ შეზღუდვებს აფასებს.

როგორ ცნობილია 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების არეალში ზამთრის კურორტებიც მოხვდნენ. სათხილამურო კურორტებზე სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად. ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.

ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ახალი რეგულაციები ყველაზე მეტად მცირე და საშუალო ბიზნესს დაარტყამს. ვატო ასათაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ ამ სექტორში მომუშავე თვითდასაქმებულების პრობლემებზე ყვება.

„ტურისტული სექტორი გაზაფხულიდან გაჩერებულია. ამას დაემატა ზამთრის სეზონი, რომელზეც, ფაქტობრივად, ველოდებოდით კიდეც, რომ გაჩერებული იქნებოდა. დიდი და საშულო ბიზნესის მხრიდან მოლოდინიც და ალბათ, მზაობაც იყო, რომ იქნებოდა სრული ჩაკეტვა და სეზონი არ იმუშავებდა. ამ შეზღუდვებმა ძირითადად დაარტყა მცირე ბიზნესსა და თვითდასაქმებულებს. მცირე ბიზნესი და თავითდასაქმებულები საქმიანობას საერთოდ ვერ განახორციელებენ. ყველაზე მთავარი პრობლემა არის ის, რომ ამ მცირე ბიზნესისა და თვითდასაქმებულების ვალდებულებები არ არის დათვლადი სახელმწიფოს მხრიდან. მათ ძირითადად ან კერძო მსესხებლებისგან აქვთ აღებული ვალდებულებები, ან მიკროსაფინანსოსგან. ეს ამ მიმართულების წარმომადგენლებს ძალიან დიდი დარტყმის ქვეშ დააყენებს. ის გამოცხადებული მცირედი კომპენსაცია კი ვერ იქნება ვერანაირი შემოსავალი“,- განაცხადა ასათაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ კრიზისში სწორედ ახლა შედის.

"ვიცით, რომ სათხილამურო კურორტები არ იმუშავებს, აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი დასაქმებული, რომელსაც რაღაც მცირედი იმედი მაინც ჰქონდა, რომ შიდა ბაზრის ხარჯზე საახალწლოდ მინიმალურ შემოსავალს დააგროვებდა, ისიც განწირულია. რეალურად, იმ მძიმე ეკონომიკურ კრიზისში, რასაც ზაფხულის სეზონის ბოლოს ვაანონსებდით, ახლა შევდივართ“,- აღნიშნა ასათაშვილმა.

როგორც პრემიერმა დამატებით ამოქმედებული შეზღუდვებზე განაცხადა, ის ეკონომიკის ზრდაზე გავლენას მოახდენს. "ამ შეზღუდვებს თავისი ეკონომიკური ფასი ექნება, მაგრამ შეზღუდვების მიუღებლობას და დაინფიცირების უკონტროლო ზრდის ეკონომიკური ფასი კბევრად უფრო მეტი იქნება", - განაცხადა გიორგი გახარიამ და აღნიშნა, რომ მთავრობა შეზღუდვების ფასს აკონტროლებს. პრემიერის გათვლებით შეზღუდვები ზრდის ტემპს 0,7%-0,8%-ით შეანელებს.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში გამწვავებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა. როგორც ბიზნესის უმრავლესობა აცხადებს ეს ფაქტობრივად სრული "ლოქდაუნია". უწყებათშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, გადაადგილება იზღუდება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე; შეიზღუდა საქალაქთაშორისო გადაადგილება, გადაადგილება დაშვებულია მხოლოდ ტაქსებითა და კერძო მანქანებით; რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე, აიკრძალა ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა...

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023