ბიზნესი
20/11/2020

ვერცხლის აქსესუარების ბრენდი KENE პანდემიურ სიტუაციაში

ქართული ბრენდი KENE მომხმარებელს მაღალი ხარისხის ქალისა და მამაკაცის ვერცხლის აქსესუარებს სთავაზობს, რომელთა დიზაინიც  სპეციალურად იქმნება.

KENE ეკა სუდაძემ და ნინი გოგსაძემ დააფუძნეს, მათი მიზანი მაღალი ხარისხის სამკაულების წარმოება და მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომ ფასად შეთავაზება იყო.

„ვფიქრობთ, ჩვენი ამოცანა წარმატებით განვახორციელეთ და მომხმარებელს ვთავაზობთ მათთვის ხელმისაწვდომ და შესაბამის მომსახურებას, რაც მთავარია, სპეციალურად შექმნილი დიზაინის სამკაულებს. ვგეგმავდით ახალი შოურუმის გახსნას, ველოდებით შესაბამის სიტუაციას და დროს განხორციელებისთვის. ამ ეტაპზე, ვთანამშრომლობთ ერთ-ერთ საწარმოსთან, რომელიც გვიმზადებს აქსესუარებს, თუმცა სამომავლო სურვილი გვაქვს საკუთარი საწარმო გავხსნათ. სამწუხაროდ, არსებობს რეგულაციები, რომლის თანახმადაც შეზღუდულია ძვირფასი ლითონის გაგზავნა საზღვარგარეთ, თუმცა ვმუშაობთ ამ საკითხზე და ვეძებთ გზებს, რომ შევძლოთ ჩვენი პროდუქციის ექსპორტზე გატანა, რადგან მოთხოვნა საკმაოდ დიდია სხვადასხვა ქვეყნიდან,“– აღნიშნავს "ბიზნესპარტნიორთან" ნინო გოგსაძე.

კომპანიაში ამბობენ, რომ პანდემიის პერიოდში მარკეტინგული სტრატეგიის დახვეწასა და ონლაინ გაყიდვების განვითარებაზე,  მუშაობამ ბრედს გაყიდვების ზრდაში შეუწყო ხელი და ამ მხრივ საკმაოდ კარგი მოთხოვნა დაფიქსირდა.  

„პრობლემები წარმოგვექმნა პანდემიის პერიოდის დასაწყისში, რადგან არსებული მდგომარეობის გამო, გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეჩერებული გვქონდა წარმოება. თუმცა ამ პერიოდში მოთხოვნა იმდენად გაიზარდა ონლაინ შეკვეთებზე, რომ გაყიდვების რაოდენობის შემცირების შემთხვევა არ გვქონია. ვზრუნავთ ბრენდის დიზაინსა და ვიზუალურ მხარეზე, თუ როგორ არის წარმოჩენილი პროდუქცია, რათა მომხმარებელმა მეტად აღიქვას და გაუჩნდეს შეძენის სურვილი. გაყიდვების სტიმულირებისთვის, ვიყენებთ სხვადასხვა გზას, ხშირად გვაქვს გათამაშების ტიპის რეკლამირება, მომხმარებლებს პერიოდულად ვთავაზობთ ფასდაკლებებს და ა.შ ამ ეტაპზე წარმატებით ვთანამშრომლობთ ტანსაცმლის ქართულ ბრენდთან- „პარაისოსთან“, ხშირად ვთავაზობთ მომხმარებელს საერთო პროექტებს,“ – ამბობს ეკა სუდაძე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023