ბიზნესი
06/05/2020

“ვოთერ-თრაილ ინდასტრისი” “ბილაინში” წილს 71%-მდე ზრდის

კომუნიკაციების ბაზარზე გადანაწილება გრძელდება. ბიზნესპარტნიორის  ინფორმაციით, ბრენდ “ბილაინის” მფლობელი “ვიონი საქართველოს” 51%-ის მფლობელი დამატებით 20%-ის შეძენას გეგმავს და თუ მარეგულირებლის  თანხმობას მიიღებს, “ვოთერ-თრაილ ინდასტრისი” კომპანიის 71%-ის მფლობელი გახდება.

ამჟამად, კომპანიაში 29%-ს “ინვესტიკო ალიანსი” ფლობს, 20%-ს კი “მირენ ინვესტი”,  რომელიც „კავკასუს ონლაინის“ მაჟორიტარ აქციონერ ხვიჩა მაქაცარიასთან დაკავშირებული კომპანიაა.

თავად ხვიჩა მაქაცარია, ასევე ფლობს საქართველოსა და რეგიონში ინტერნეტის საბითუმო ბაზრის უმსხვილესი კომპანიის „კავკასუს ონლაინის“ 51%-ს.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის აგვისტოში “კავკასუს ონლაინის” წილი კომუნიკაციების კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისდა და ახლა კომპანიის 49%-ი აზერბაიჯანელი ბიზნესმენის  ნასიბ ჰასანოვის საკუთრებაში გადავიდა.

კომისია თვეებია წილების თავდაპირველ მდგომარეობში დაბრუნებას ითხოვს და ბოლო ვადა 1 მაისს ამოიწურა. რაც შეეხება ვიონს, ჩვენ უკვე ვთხოვეთ კომპანიას  კომენტარი  მოსალოდნელ გარიგებასა და  საქართველოში ბიზნესის განვითარების გეგმებზე.   შემდგომ  გამოშვებაში თემას ისევ დავუბრუნდებით.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023