ბიზნესი
07/09/2021

"ვოთერთრაილ ინდასტრიზს" "ბილაინის" მფლობელი "ვიონის" 20%-იანი წილის შეძენა ისევ სურს

„ვოთერთრაილ ინდასტრიზი“ „ვიონი საქართველოს“ (ბილაინი) 20%-იანი წილის შეძენის თემას დაუბრუნდა. 

საკითხს 9 სექტემბერს კომუნიკაციების კომისია განიხილავს.

ამავე საკითხზე კომისიამ 2020 წლის მაისშიც იმსჯელა და საკითხი განუხილველად დატოვა.

მაშინ ცნობილი გახდა, რომ  „ვოთერთრაილ ინდასტრიზი“, რომელიც  „ვიონი საქართველოს“ წილის 51%-ის მფლობელია,  კიდევ ერთი მეწილისგან,  „მირენ ინვესტისგან“ გეგმავდა 20%-ის გამოსყიდვას. ამ ტრანზაქციის შემდეგ „ვოთერთრაილ ინდასტრიზი“  71%-იანი წილის მფლობელი გახდებოდა.

წილის გამოსყიდვას „ვიონი საქართველო“ 2013 წლის პარტნიორთა შეთანხმების საფუძველზე ითხოვდა. თუმცა გარიგება არ შედგა, „მირენ ინვესტმა“ განაცხადა, რომ არ ჰქონდა გამოხატული თანხმობა წილის გაყიდვაზე და არ ყოფილა ინფორმირებული თუ მისი კუთვნილი წილის შეძენაზე კომისიისთვის მიმართვა მოხდა.

აღსანიშნავია, რომ ასევე გასულ წელს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა  დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, შპს „ვიონი საქართველო“-ში 20% წილის მფლობელის შპს „მირენ ინვესტ“-ის, მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, დიდი ოდენობით და შპს „ვიონი საქართველო“-ში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე.

გასული წლის 7 მაისს კომისიამ მიიჩნია, რომ  წილების გადანაწილების თემა მას შემდეგ განეხილა, რაც  მხარეებს შორის არსებული სადაო საკითხი დარეგულირდებოდა.

ამჟამად, “ვიონი საქართველოს” 51%-ის მფლობელი „ვოთერთრაილ ინდასტრიზია“, 29%-ს “ინვესტიკო ალიანსი” ფლობს, 20%-ს კი “მირენ ინვესტი”, რომელიც ბიზნესმენ  ხვიჩა მაქაცარიასთან დაკავშირებული კომპანიაა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023