ბიზნესი
18/09/2023

WIT-ი WIT CCA-ს პირველ დაჯილდოებას აანონსებს

Women in Tech Global Movement (WIT), საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს ინკლუზიურობის, მრავალფეროვნებისა და თანასწორობის ხელშეწყობას STEAM-ში (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, ხელოვნება და მათემატიკა), მოხარულია გამოაცხადოს WIT CCA (კავკასიისა და ცენტრალური აზიის) პირველი დაჯილდოება.

დაჯილდოების ცერემონია თბილისში, 2023 წლის 22 სექტემბერს სასტუმრო Marriott Tbilisi-ში გაიმართება.

Women in Tech ცნობილია თავისი მისწრაფებით გააძლიეროს ქალები ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროებში, და WIT Caucasus და Central Asia Awards არის ზუსტად ამ მისიის დასტური. ღონისძებაზე წარმოდგენილი იქნებიან ქალები, ინიციატივები და ორგანიზაციები, რომლებიც აქტიურად ანვითარებენ ტექნოლოგიების მომავალს და შთააგონებენ ქალი ინოვატორების მომავალ  თაობას.

WIT CCA ჯილდოები აღიარებს გამორჩეულ მიღწევებს ისეთ კატეგორიებში, როგორიცაა:

  • Aspiring Teen Award
  • Most Disruptive Award
  • Best Ally Award
  • Most Impactful Initiative Award
  • Woman in Web3 Award
  • Arts Award
  • Start-Up Award
  • Global Leadership Award
  • Lifetime Achievement Award

გამარჯვებულებს თითოეულ კატეგორიაში ექნებათ შესაძლებლობა გახდნენ  WIT Global Awards-ის ფინალისტები, რომელიც ჩატარდება დუბაიში 2023 წლის 16 ნოემბერს.

Women in Tech (WIT) გლობალური მოძრაობის შესახებ

Women in Tech Global Movement (WIT) არის გლობალური ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს  STEAM-ში ინკლუზიურობის, მრავალფეროვნებისა და თანასწორობის ხელშეწყობას. WIT აძლიერებს ქალების როლს ტექნოლოგიებში განათლებისა და მათი მიღწევების აღიარების გზით. გენდერული თანასწორობის დაცვა ტექნოლოგიების სფეროში და მომავალი თაობის შთაგონება ორგანიზაციის მთავარი მისიაა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023