ბიზნესი
09/12/2020

Wizz air-ისთვის საქართველოს ბაზარი კვლავაც მიმზიდველია

Wizz air-ისთვის საქართველოს ბაზარი კვლავაც მიმზიდველია.მეტიც, დაბალბიუჯეტურ ავკომპანიაში „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებენ, რომ საქართველო მათთვის ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორია.

„საქართველო ბაზარი Wizz air-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ყოველთვის ასე იყო. მე გასულ წელს საქართველოში 7-ჯერ ვიყავი ჩამოსული. ჩვენ ვავითარებთ ჩვენს ბაზას, 40-მდე მიმართულებით დავფრინავთ. საქართველოს ბაზარზე დიდი რესურსები, ინვესტიციები და ძალები ჩავდეთ. ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს, პანდემიის დასრულების შემდეგ ეს განვითარება გაგრძელდება“,- განაცხადა Wizz air-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა.

ანდრაშ რადო  „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის სამომავლო გეგმებზეც საუბრობს.

„იმედი გვაქვს, რომ 2021 წელს კორონავირუსის პანდემია დამთავრდება, ჩვენ კი ჩვეულ რეჟიმში ოპერირების გაგრძელების საშუალება გვექნება. 2020 წლის მარტიდან 216 ახალი მიმართულება დავამატეთ ჩვენს ქსელში, ასევე, დაანონსებული გვაქვს 14 ახალი ბაზის გახსნა. ეს ნამდვილად შთამბეჭდავი რიცხვებია, რადგან პანდემიამდე ჩვენ 26 ბაზა გვქონდა, ახლა კი ჯამში 40 გვექნება. თითქმის 50%-იანი ზრდა გვაქვს ასეთი რთული წლის განმავლობაშიც კი. მომავალ წელს მეტ ახალ მგზავრს, მეტ საჰაერო ხომალდს ველით“,- განმარტა რადომ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023