ბიზნესი
28/01/2021

Wizz Air–ი მგზავრებს COVID-დაზღვევასაც შესთავაზებს

ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია Wizz Air-ის განცხადებით, სამოგზაურო დაზღვევის პაკეტის ფარგლებში, მგზავრებს COVID-19 დაზღვევასაც შესთავაზებს.

Wizz Air-ი სადაზღვეო კომპანია Chubb-თან ითანამშრომლებს. სერვისის მიღება კი wizzair.com–ზე იქნება შესაძლებელი.  

მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ სამოგზაურო დაზღვევა, რომელიც საზღვარგარეთ გამგზავრებისას COVID-19–ის გამო გაუქმებული ფრენების ხარჯებთან ერთად საჭირო სამედიცინო ხარჯებსაც დაფარავს. მაგალითად, თუ კონკრეტული პიროვნება საზღვარგარეთ COVID-19-ით დაინფიცირდება, იმ დამატებით ხარჯებზე, რაც მოგზაურობის გახანგრძლივებას მოჰყვება, Wizz Air–ის დაზღვევა იზრუნებს.

"მზად ვართ მოგზაურობის ოპტიმიზაციისთვის, იქნება ეს დაჯავშნის პროცესი, საბორტო მომსახურება თუ სხვა დამატებითი სერვისის შეთავაზება, რაც მოგზაურობას უფრო მოსახერხებელსა და შეუფერხებელს გახდის. ჩვენი განახლებული სამოგზაურო დაზღვევის პაკეტით, მგზავრებს შეეძლებათ დარწმუნდნენ, რომ ისინი დაცული არიან COVID-19–ის მიზეზით მათი მოგზაურობის შეფერხების შემთხვევაში," –ამბობს Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების უფროსი მენეჯერი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023