ბიზნესი
02/04/2021

ზაალ იაკობიძე: აქციზის გადასახადის შემცირება საწვავს 20 თეთრით გააიაფებს

ნავთობიმპორტიორი კომპანიების ნაწილი საწვავის ფასების შემცირების შესაძლებლობას აქციზის გადასახადის განახევრებაში ხედავს.

სექტორის წარმომადგენელთა განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ აქციზი 2017 წლამდე არსებულ ნიშნულს დაუბრუნდება, ბენზინი და დიზელი მყისიერად 20 თეთრით გაიაფდება.

„სენტა ოილის“ დამფუძნებლის განმარტებით, ამ ტიპის გადაწყვეტილების მიღება არსებულ რთულ სიტუაციაში ხელისუფლებისთვის მარტივი არ იქნება.

„თუ წარმოვიდგენთ, რომ 250 ლარით შეიძლება შემცირდეს აქციზის გადასახადი, ეს გამოიწვევს საწვავის დაახლოებით 20 თეთრით გაიაფებას. ეს სხვაობა აუცილებლად იქნება ასახული საქართველოს ბაზარზე. თუმცა, ეს არ არის მარტივი საკითხი. მხოლოდ ცალმხრივად ვერ შევხედავთ, რადგან ეს რა თქმა უნდა, გამოიწვევს საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებას. ამ რთულ სიტუაციაში მარტივი არ იქნება ამ ტიპის გადაწყვეტილების მიღება,“ - განაცხადა ზაალ იაკობიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საწვავის აქციზის გადასახადი 2017 წლიდან გაიზარდა. 1 ტონა ბენზინზე აქციზის გადასახადი 500, ხოლო 1 ტონა დიზელზე 400 ლარს შეადგენს. მხოლოდ 2021 წლის იანვარ-თებერვალში ბიუჯეტში საწვავის აქციზიდან 72 მლნ ლარის გადასახადი შევიდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023