ბიზნესი
11/02/2023

ზარაფხანა: ყველაზე გაყიდვადი ნივთი ნიშნობის ბრილიანტის ბეჭედია

„ჩვენი კომპანიის მაგალითზე, ქართველი მომხმარებელი უპირატესობას 1500-დან  2000 ლარამდე ღირებულების ოქროს ნაკეთობებს ანიჭებს“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ საიუველირო სახლი „ზარაფხანას“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე სამხარაძემ განუცხადა.

რაც შეეხება ყველაზე გაყიდვად ქვას, სხვა ფერად ბუნებრივ ქვებთან შედარებით, განსაკუთრებული მოთხოვნა ბრილიანტზე ფიქსირდება.

„ბიზნესპარტნიორის“ კითხვაზე, რომელი იყო 2022 წლის განმავლობაში ყველაზე გაყიდვადი ნივთი, „ზარაფხანას“ აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, რომ ეს ნიშნობის ბეჭედი იყო.

„ზოგადად, არა მხოლოდ გასულ წელს, ისედაც - ყოველწლიურად, ყველაზე დიდი გაყიდვების მაჩვენებლით გამოირჩევა ნიშნობის ბრილიანტის ბეჭედი და ასევე, ნიშნობის ბეჭედი ტოპაზის და ბრილიანტის თვლებით“, - განმარტა თორნიკე სამხარაძემ.

„ზარაფხანას“ აღმასრულებელი დირექტორის თქმით, 2022 წელი მისი კომპანიისთვის წარმატებული აღმოჩნდა და ოქროს ნაკეთობების გაყიდვები, დაახლოებით, 25%-ით გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ „ზარაფხანა“ საქართველოში სახლია, რომლის ისტორიაც 1939 წლიდან იწყება. უნდა აღინიშნოს, რომ ქართული საიუველირო ნაკეთობების მწარმოებელი კომპანიისთვის 2022 წელი ცვლილებების იყო. კონკრეტულად კი 2022 წლის პირველ ნახევარში კომპანიის 100%-იანი წილის მმართველი „ნიუ ვიჟენ დეველოპმენტი“ გახდა.

დღეისთვის კომპანია ქვეყნის მასშტაბით ბრენდული საიუველირო ნაკეთობის   5 მაღაზიას მართავს. აქედან 1 ონლაინ მაღაზიაა. კომპანია  100 სამუშაო ადგილს ქმნის.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023