ბიზნესი
30/12/2020

Zarqua Collection-მა საერთაშორისო გაყიდვებისთვის ვებ-გვერდი Zarqua.com შექმნა 

Zarqua Collection-ის ფეხსაცმელებისა და ჩანთების შეძენა უკვე მსოფლიოს მასშტაბით საერთაშორისო ვებ-პლატფორმითაა შესაძლებელი.

ბრენდის დამფუძნებლის ნინა ზარქუას თქმით, ონლაინ გაყიდვების საჭიროება და მისი განვითარება კორონავირუსმა კიდევ უფრო აქტუალური გახადა.

"გავაკეთეთ ვებ–გვერდი, რომელიც 1 კვირის წინ ამოქმედდა და უკვე გვყავს მომხმარებლები. მოთხოვნა საკმაოდ დიდია. პანდემიის მიუხედავად, გაყიდვების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაზრდილია. საიტზე დეტალურადაა წარმოდგენილი კოლექცია, მომხმარებელი მარტივად აღიქვამს ვიზულს და ყველა სხვა დეტალის ნახვა შეუძლია, მათ შორის ფასის, მასალის და ა.შ სამომავლოდ, გვინდა მობაილ აპლიკაციაც შევთავაზოთ მომხმარებლებს", - ამბობს ნინა ზარქუა.

Zarqua Collection–ი აქტიურად იყიდება ინსტაგრამ პლატფორმის მეშვეობით, თანამშრომლობს „ბაიერებთან“, რომლებსაც აქვთ თავისი ონლაინ პლატფორმები.

"ორიენტირებული ვართ სოციალურ სივრცეზე და ჩვენი კონტენტიც დეტალურ ინფორმაციას და სრული ვიზუალური აღქმის საშუალებას აძლევს მომხმარებელს. ალბათ, ეს არის ის ძირითადი ფაქტორი, რის გამოც კორონავირუსმა ჩვენს ბიზნესზე ვერ იმოქმედა,“ – აღნიშნავს დიზაინერი ნინა ზარქუა.  

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023