ბიზნესი
17/02/2021

ზვიად კორძაძემ "ბარბალეს მარნის" გახსნა გადადო და ონლაინ გაყიდვების პლატფორმა შექმნა

პანდემიის გამო „ბარბალეს მარნის“ გახსნა გორგასალის ქუჩაზე მარტისთვის გადაიდო, - ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, ადვოკატმა ზვიად კორძაძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა.

„ჩვენი ღვინის რეალიზაციისთვის, გადავწვიტეთ შეგვექმნა ონლაინ პლატფორმა, სადაც წარმოდგენიალია, როგორც „ბარბალეს მარნის“ ღვინო, ასევე რამდენიმე ექსკლუზიური პროდუქტი, როგორიცაა BODEGA INIESTA–ს ღვინო ბარსელონას გულშემატკივრებისთვის, ასევე ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის საერთო პროდუქტი MIRAVAL ROSE. გეგმაში გვაქვს, გაყიდვაში დავამატოთ სხვადასხვა სუვენირები, აქსესუარები, რომელიც ღვინოსთან იქნება დაკავშირებული.

იმის ფონზე, რომ დეკემბერში გამოვჩნდით ბაზარზე და ახლები ვართ, მოთხოვნა ნორმალურია, თუმცა ვფიქრობ, მარნის გახსნა მოთხოვნასაც გაზრდის და დაინტერესებასაც. სულ 10 სახეობის ღვინოს ვყიდით, რომელიც არის 2017–18–19 წლების, 2020 წლის წარმოებაში გვაქვს სიახლეები, მაგალითად ჩხავერი,“– აღნიშნავს ზვიად კორძაძე.

„ბარბალეს მარანი“ 2014 წელს შეიქმნა და შინდისში მდებარეობს, სადაც წელიწადში 3000 ბოთლამდე ღვინო ისხმება. მარანი ღვინის ისეთ გამორჩეულ სახეობებს აერთიანებს, როგორებიცაა ოცხანური საფერე, ციცქა-ქოლიკაური, უსახელოური, ხიხვი, ხვანჭკარა და სხვა. კომპანია მოთხოვნის შესაბამისად წარმოების გაზრდასაც გეგმავს.

ცნობილმა ადვოკატმა ღვინის ბიზნესში შესვლის შესახებ 2020 წლის ზაფხულში განაცხადა. ზვიად კორძაძე  მაყვლის, მსხლის და ვაშლის ღვინოებსაც აწარმოებს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023