ბიზნესი
19/08/2020

ზვიად ციკოლია პირველი ქართული საათის ბრენდი “მარინას“ წარმოებას იწყებს

პირველ საათს, რომელიც საქართველოში აეწყობა,ცნობილი დიზაინერის ზვიად ციკოლიას  მეუღლის სახელი „მარინა“ ერქმევა. კონკრეტული მოდელის წარმოება კი სექტემბრიდან დაიწყება. ამის  შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ Tsikolia Watches-ის დამფუძნებელმა ზვიად ციკოლიამ განუცხადა. მისი ინფორმაციით, შემოდგომაზე წარმოების დასაწყებად ყველაფერი მზად იქნება. საწყის ეტაპზე დაგეგმილია, მხოლოდ 100 ცალის აწყობა.

„შეზღუდული რაოდენობა გამომდინარეობს იქიდან, რომ  საათის აწყობა საქართველოში პირველად მოხდება. შესაბამისად, ეს 100 ცალი იქნება სატესტო“-აცხადებს ციკოლია.

რაც შეეხება ფასს, საათი „მარინას“ ფასი დაახლოებით 1400-1500 ლარის ფარგლებში იქნება.

ციკოლიას ინფორმაცით, მარინა ხორავა 23 წელია მისი მუზაა, დიდი ხნის წინ ჩაფიქრებული იდეის განხორციელება კი დიზაინერმა კარანტინში გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ ზვიად ციკოლია ცნობილი ქართველი სამრეწველო დიზაინერია, რომლის პორტფოლიოში მრავალი პროექტია. „Tsikolia Watches“, ქართული საათების ბრენდია, რომელიც განსაკუთრებული დიზაინით შვეიცარიაში მზადდება და უკვე წლებია ბაზარზე საკუთარ ნიშას ინარჩუნებს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023