ეკონომიკა
12/01/2023

1 თებერვლიდან განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი ხდება

2023 წლის 1 თებერვლიდან, განმეორებითი ტექინსპექტირება მსუბუქი ავტომობილებისთვის, მსუბუქი სატვირთოებისა და მსუბუქი მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებებისთვის 20 ლარით, ხოლო სატვირთო ავტომობილებსა და ავტობუსებზე 30 ლარით განისაზღვრა.

„აღნიშნული გადაწყვეტილება გამოიწვევს იმას, რომ თუ მომხმარებელი პირველად ტექინსპექტირებაზე შეიძლება ითქვას, რომ მოდიოდა საერთოდ გაუმართავი მანქანით, არ აქცევდა ყურადღებას თუნდაც გარე მაშუქ ხელსაწყოებს, ელემენტარულ ნათურას, ახლა უკვე ვფიქრობთ, რომ მსგავს პრობლემებს ავტომფლობელი განმეორებით ინსპექტირებამდე აღარ მიიყვანს და ავტომობილს გამართულ მდგომარეობაში პირველად ინსპექტირებაზევე იქონიებს“, - აცხადებს Quicktest – ის ტექნიკური მენეჯერი შოთა ღვინერია.

1 თებერვლამდე, თუკი ავტომობილი ტექინსპექტირებას ვერ გაივლიდა, მას 30 დღიანი ვადა ეძლეოდა ხარვეზების გამოსასწორებლად და ამ პერიოდში მათთვის განმეორებითი ტექინსპექტირება უფასო იყო.

პირველად ტექინსპექტირებაზე კი კვლავ უცვლელი ტარიფები მოქმედებს, 60 ლარი მსუბუქ ავტომობილებზე, ხოლო სატვირთოებსა და ავტობუსებზე 100 ლარი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023