ეკონომიკა
03/12/2020

2020 წელს ტექდათვალიერება 450 000-მდე ავტომობილმა გაიარა

„ავტოტესტის“ დირექტორის, ვაჟა იორდანიშვილის ინფორმაციით, 2020 წელს ტექდათვალიერება 450 000-მდე ავტომობილმა გაიარა, რაც შარშანდელი მაჩვენებლების ნახევარია.

მისი განმარტებით, ქვეყანაში 1.2 მლნ-ზე მეტი რეგისტრირებული ავტომობილია. წლის დასასრულისთვის კი სავალდებულო ტექნიკური შემოწმება ავტოპარკის მხოლოდ მესამედმა გაიარა.

„ცენტრებში მომართვიანობა მკვეთრად შემცირებულია. არც შარშან იყო იდეალური მაჩვენებლები, თუმცა, წელს ეს რიცხვები რაზეც ვსაუბრობთ კრიტიკულად დაბალია. პანდემიის გარდა, მომართვიანობის კლებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს აღსრულების პრობლემა.შეიძლება ითქვას,რომ ფაქტობრივად  ამაზეა დამოკიდებული ტექინსპექტირების ბიზნესი“-განმარტა ვაჟა იორდანიშვილმა.

მისივე განცხადებით, ბიზნესი რთული ვითარებიდან გამოსავალს მხოლოდ რეგულაციის სწორად აღსრულებაში ხედავს. რეფორმის დასაწყისში, როდესაც ქვეყანაში სულ ოთხი ტექინსპექტირების ცენტრი იყო, ჩვენ გვქონდა სახელმწიფოსგან ინფორმაცია, რომ დაახლოებით 1.3 მლნ ავტომობილს  პერიოდული ტექინსპექტირების გავლა სჭირდებოდა. ბიზნესმაც შესაბამისი გათვლები გააკეთა,თუმცა, ახლა ამას არანაირი საფუძველი აღარ აქვს. რთულია ასეთ პირობებში რაიმე დაგეგმო.

დღეს ეს ბიზნესი, რომელსაც მუშაობა მხოლოდ ორი თვით ქონდა შეჩერებული, გადარჩენისთვის იბრძვის. საქმე მარტივად არ არის, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ პერსონალი, გამზომი ხელსაწყოები, რომლებიც თავისთავად უმაღლესი ტექნოლოგიისაა, მას სჭირდება შესაბამისი მოვლა პატრონობა.“-აღნიშნავს „ავტოტესტის“ დირექტორი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023