ეკონომიკა
29/10/2020

2021-2025 წლებში, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ყოველწლიურად 5.5% იქნება

2021-2025 წლებში, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, ყოველწლიურად, 5.5% იქნება, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
 
,,ეკონომიკური ზრდის აღნიშნული მაჩვენებელი, იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო დაძლევს პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს და ჩვენ კვლავ განვამტკიცებთ რეგიონული ლიდერის სტატუსს. ამის პირველი ნიშნები ამ თვეში უკვე შეინიშნება, რაც ექსპორტის პოზიტიურ მაჩვენებელზე აისახა",-აცხადებს ნათია თურნავა.
 
მისი ინფორმაციით,მთავრობა კოვიდთან ბრძოლას, სწორი მიმართულებით წარმართავს. ამან კი ქვეყანას საშუალება მისცა ბევრ სფეროში საქმიანობა სწრაფად აღედგინა.
 
,,პანდემიის პირობებში საქართველომ შეძლო, რომ ექსპორტის კუთხით კონკურენცია გაეწია სხვა ქვეყნებისთვის. ჩვენ შევძელით და ექსპორტზე დიდი რაოდენობით სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები გავიტანეთ. ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენ ახალ ბაზრებზეც შევედი, ამით კი  ვაჯობეთ ბევრ კონკურენტ ქვეყანას. ეს ეხება როგორც სოფლის მეურნეობის სექტორს, ასევე ტექსტილსაც" - განაცხადა ნათია თურნავამ.
 
 
 
Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023