ეკონომიკა
26/11/2020

2021 წელს საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო ასამბლეას პირველად უმასპინძლებს

2021 წელს საქართველოში პირველად ზეთისხილის საერთაშორისო ასამბლეა გაიმართება.როგორც „ბიზნესპარტნორთან“ ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი და კომპანია „ქართული ზეთისხილის“ დამფუძნებელი გიორგი სვანიძე აცხადებს,  საერთაშორისო ღონისძების ფარგლებში საქართველოში მსოფლიოს 17 ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი და მათთან ერთად მსოფლიო დონის და მასშტაბის ზეთისხილის მწარმოებელი კომპანიები ეწვევიან.

ასამბლეა  საქართველოში 2020 წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, პანდემიის გამო ის დღეს დისტანციურად მადრიდში  იმართება, სადაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისა მინისტრი ლევან დავითაშვილიც მონაწილეობს.

სვანიძის განცხადებით, ეს ფაქტი იმის დასტურია, რომ საქართველოს ზეთისხილის განვითარების ერთ-ერტი სტრატეგიული ქვეყანაა. მისი ინფორმაციით, მას შემდეგ რაც საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ოფიციალური წევრი გახდა (2019 წელი), ორგანიზაცია მას ზეთისხილის მესამე ჰაბად განიხილავს ევროპაში იტალიისა და ესპანეთის შემდეგ.

„ეს გაკვეულწილად მოიზიდავს ძალიან ბევრ ინვესტიციებს, შეიქმნება ზეთისხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმოები  და პროდუქციას  უკვე ყაზახეთი, რუსეთი, უკრაინა, მოლდოვა, ჩინეთი და  უზმებეკეთი საქართველოს გავლით მიიღებს“-აცხადებს სვანიძე.

მისი განცხადებით, საბჭოს პრეზიდენტი  მუდმივად 1 წლის ვადით ირჩეოდა,ახლა კი პირველად საბჭოს არსებობის ისტორიაში, საქართველო ორი ვადით იქნა არჩეული.

„პირველად მოხდა 60 წლიან ორგანიზაციაში, რომ მე ორი ვადით ამირჩიეს,შესაბამისად, მომავალ წელსაც ვრჩებით როგორც ორგანაზაციის თავმჯდომარე ქვეყანა და  მე როგორც პრეზიდენტი“-აცხადებს სვანიძე.

ზეთისხილის საერთაშორისო საბჭო 1959 წელს დაფუძნდა ესპანეთში, ქალაქ მადრიდში და საერთაშორისო ორგანიზაციას წარმოადგენს. საბჭოში 48 ქვეყანა ერთიანდება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023