ეკონომიკა
14/06/2023

2022 წელს საქართველოდან 7 ტონა კატალიზატორის ექსპორტი განხორციელდა

„გასულ წელს საქართველოდან 7 ტონა კატალიზატორის ექსპორტი განხორციელდა,“ - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.

ნინო თანდილაშვილის განმარტებით, კატალიზატორების ძირითადი ნაწილი ექსპორტზე ევროპის ქვეყნებში გავიდა.

„ჩვენ ვნახეთ, რომ საკმაოდ მასიური ხასიათი მიიღო კატალიზატორების ამოცლამ ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან, ექსპორტის მიზნებისათვის. ექსპორტი ძირითადად ევროპაში ხორციელდებოდა. კატალიზატორი შეიცავს ძვირფას ლითონებს და გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულებისამებრ.

არ შეიძლება რომ წავახალისოთ ეს მიმართულება. სწორედ ამიტომ, ჩვენ ევრო 5-ის სტანდარტების შემოღებასთან ერთად, მივიღეთ შეზღუდვა, რაც გულისხმობს კატალიზატორების დროებით, სამწლიანი ვადით ექსპორტის აკრძალვას. აი, ეს კომპლექსური მიდგომები მოგვცემს ეფექტს გარკვეული დროის განმავლობაში, იმისათვის რომ სატრანსპორტო სექტორიდან ჰაერის დაბინძურება ეტაპობრივად შევამციროთ.“-აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

კატალიზატორების ექსპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023