ეკონომიკა
14/04/2023

2023 წლის შემოდგომისთვის, ფოთი - კონსტანტას შორის საბორნე მიმოსვლა დაიწყება

მიმდინარე წლის შემოდგომისთვის ფოთი-კონსტანცას შორის საბორნე მიმოსვლა დაიწყება. ამის შესახებ გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი 2-ზე“ კომპანია Pontos Maritime-ის დამფუძნებელმა, პაატა დაიაურმა განაცხადა.  მისი ვარაუდით, ოქტომბრის თვიდან უკვე შესაძლებელი იქნება მიმოსვლა.

პაატა დაიაურის ინფორმაციით, ქვეყანაში ორი პორტია, ბათუმისა და ფოთის, თუმცა ისინი საბორნე მიმოსვლაზე გათვლილი არ არის. აქედან გამომდინარე, როგორც დაიაური აცხადებს, პორტი საჭიროებს ინფრასტრუქტურულ მოწყობას, სადაც ტვირთის დატვირთვა-დაცლა მოხდება. გამოიყოფა ადგილი  საპროექტო ტვირთისათვისაც. 

აღსანიშნავია, რომ ამ თემაზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო  აქტიურადაა ჩართული.

„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ წინა თვეში წარადგინა ამ თემაზე სტრატეგიული განვითარების კონცეფცია, რომელიც თავის საიტზეც ატვირთა. დოკუმენტის მიხედვით,  ერთ-ერთი სტრატეგიული ნაწილია  კვლევების დაიწყება, რომლის ფარგლებშიც დაზუსტდება შესაძლებელია თუ არა საქართველოში არსებულ პორტებში ან ახალ ადგილას საბორნე ტერმინალის გაკეთება. 

ჩვენ ვიცით რომ საწყის ეტაპზე დანაკარგებზე ვიმუშავებთ, სანამ მიმოსვლა გახდება სტაბილური. “ -აღნიშნავს დაიაური.

მისივე ინფორმაციით, საწყის ეტაპზე  საბორნე მიმოსვლა კვირაში ერთხელ განხორციელდება  და ცურვისათვის დაახლოებით 42-44 საათი იქნება საჭირო, ხოლო მას შემდეგ რაც განვითარდება ტერმინალი, შესაძლებელი გახდება მიმოსვლა კვირაში ორ ბრუნამდე გაიზარდოს.

შეგახსენებთ,ფოთისა და კონსტანცას პორტები რომ ერთმანეთს რეგულარული საბორნე ხაზით დაუკავშირდება, ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორთან" რამდენიმე თვის წინ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა განაცხადა. მაშინ ითქვა, რომ ფოთისა და კონსტანცას პორტები ერთმანეთს რეგულარული საბორნე ხაზით, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ზაფხულიდან დაუკავშირდებოდა. შედეგად, საბორნე მიმოსვლა Ropax-ის ტიპის გემით (თანამედროვე ტიპის ბორანი, რომელიც მორგებულია როგორც სატვირთო გადაზიდვებზე, ასევე შესაძლებელია მისით მგზავრების გადაყვანა) განხორციელდება. 

 

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023