ეკონომიკა
10/01/2023

"2024 წელს პირველ სამრეწველო მნიშვნელობის გაზს რუსთავთან მდებარე საბადოდან მივიღებთ"

2024 წელს პირველ სამრეწველო მნიშვნელობის გაზს  რუსთავთან მდებარე საბადოდან მივიღებთ - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ნავთობის და გაზის სააგენტოს დირექტორმა გიორგი ტატიშვილმა განუცხადა.

საუბარია 16 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის მარაგზე, სადაც სამუშაოებს ბრიტანული კომპანია „ბლოკ ენერჯი“ აწარმოებს.

ბუნებრივი აირის მოცულობა თბილისის მახლობლად, კომპანია „შლუმბერჟეს“ მიერ გაბურღილი ჭაბურღილის ტესტირებით 2019 წელს დადასტურდა. ამჟამად, აღნიშნულ უბნებზე მოპოვების ლიცენზიის ოპერატორია კომპანია “ბლოკ ენერჯი”. კომპანია გეგმავს ჰორიზონტალური ბურღვითი სამუშაოების ჩატარებას, მათ შორის, უკვე აღმოჩენილი საბადოების პოტენციალის ათვისებას ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენებით. ამჟამად კომპანია საქართველოში 5 პროექტს ახორციელებს.

„ეს რესურსები ადგილზეა. ამჟამად მიმდინარეობს იმ მეთოდიკის შეთანხმება, რომლითაც გაზის ეს რესურსი უნდა აითვისოს კომპანიამ. პირვანდელი თარიღი და გეგმა არ შეცვლილა - ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 2024 წელს პირველ სამრეწველო მნიშვნელობის გაზს მივიღებთ ამ ერთი ჭაბურღილიდან. მანამდე კი მიმდინარეობს ე.წ. გვერდითი ლულების პროგრამა. ახლაც ერთი ასეთი ჭაბურღილი იბურღება. მუშაობა მიმდინარებს ველზე, რომელიც იანვრის ბოლოს დასრულდება და იმედი გაქვს, ეს კიდევ ერთი დამატებითი წყარო იქნება ახალი რესურსებისა. გარდა ამისა, 2023-ში ორი ჭაბურღილის გაბურღვაა დაგეგმილი ზუსტად ასეთი გვერდითი ლულის დამუშავებით და შემდგომ უკვე 2024-ში მივუბრუნდებით გაზის იმ ჭაბურღილს, სადაც ასეთი მნიშვნელოვანი რესურსები გვაქვს დადასტურებული“ - აცხადებს გიორგი ტატიშვილი.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ იმ ზონაში, სადაც ჭაბურღილი ჰქონდა (თუმცა, ადრე არ იყო ნანახი ნახშირწყალბადების დაგროვება) დაგროვება გახსნა და დღესდღეობით, ამ ჭაბურღილიდან ნავთობის მოპოვება მიმდინარეობს.

„დაახლოებით 45 ბარელი ნავთობია ამ ჭაში დღიური მოპოვება. ეს საკმაოდ საინტერესო შედეგია, გამომდინარე იქედან, რომ პოტენციურად, ამ ზონის გეოლოგიურ ათვისებაზეც შესაძლოა, ვიფიქროთ უახლოეს მომავალში“ - აცხადებს გიორგი ტატიშვილი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023