ეკონომიკა
27/09/2023

"2024 წლისთვის  ავტორიზებული ეკონომიკური სტატუსის მქონე კომპანიების რიცხვი 30-მდე გაიზრდება"

გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში

"ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭომ“ ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებული გამოწვევების კვლევა ჩაატარა.

კვლევის მონაწილეთა დიდი ნაწილი, დაახლოებით 90 %, გეგმავს,  რომ სტატუსის მოპოვებაზე მუშაობა დაიწყოს.

როგორც  ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კაჭარავა “ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას აცხადებს, იმპორტიორებსა  და ექსპორტიორებს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მიღება  რამდენიმე ბენეფიტს სთავაზობს.

„პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ კომპანია სანდო პარტნიორი ხდება საბაჟოსთვის და ტვირთებისა და დოკუმენტების ნაკლებ კონტროლს ექვემდებარება. სტატუსის მქონე კომპანიებს ნაკლები სიხშირით უწევთ ფიზიკური და დოკუმენტური კონტროლი და ამასთან აქვთ  საბაჟო სერვისებით უპირატესი სარგებლობის უფლება,“-აღნიშნა გიორგი კაჭარავამ.

მისივე თქმით, მოლოდინია, რომ მომავალი წლისთვის  ავტორიზებული ეკონომიკური სტატუსის მქონე კომპანიების რიცხვი 30-მდე გაიზრდება.

„რაც უფრო მეტი კომპანია მიიღებს საქართველოი ამ სტატუსს მით უკეთესი ქინება როგორც თავად კომპანიებისთვის, ისე ფინანსთა სამინისტროსთვის.“-აღნიშნა გიორგი კაჭარავამ.

შეგახსენებთ, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსით  საქართველოში 7 კომპანია სარგებლობს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023