ეკონომიკა
15/09/2020

ADB: საქართველოს ეკონომიკა წელს 5%-ით შემცირდება

„წლის დასაწყისში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეფერხების შემდეგ საქართველო ეკონომიკურ ზრდას 2021 წელს 4.5%-ით დაუბრუნდება, მოსალოდნელი აღმასვლით ტურიზმში, კერძო მოხმარებაში, ინვესტიციებსა და ექსპორტში“,- ეს აზიის განვითარების ბანკის პროგნოზია, რომელზეც მთავარ ყოველწლიურ მიმოხილვაში საუბრობს.

ADB მიმდინარე წელს საქართველოში 5%-იან ეკონომიკურ ვარდნას ვარაუდობს.

გარდა ამისა, საუბარია რომ 2020 წლის დასაწყისში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 5.8%-ით შემცირდა.

“კოვიდ-19-ის ეკონომიკური შედეგების შესარბილებლად საქართველომ არა ერთი ნაბიჯი გადადგა, მათ შორისაა საბანკო რეგულაციებისა და გადასახადების აკრეფის შერბილება, სოციალური პაკეტების გაფართოება, კარანტინის გამო შეჩერებული ბიზნეს-საქმიანობის ფრთხილი გახსნა და შიდა ტურიზმის წახალისება,“ - განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში, შეინ როზენტალმა.

მისივე თქმით, პანდემიის დაძლევის თვალსაზრისით აზიის განვითარების ბანკი კვლავ უცხადებს საქართველოს სრულ მხარდაჭერას.

„გაჯანსაღების შენარჩუნება შესაძლებელია ზოგიერთი საგადასახადო და სავალო შეღავათების გახანგრძლივებით, კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობით და ჯანდაცვის ინსტიტუტების გაძლიერებით შესაძლო მეორე ტალღის დასახვედრად“,- აღნიშნა როზენტალმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023