ეკონომიკა
19/10/2021

ალექსანდრე რაქვიაშვილი ეროვნული ბანკის მკაცრად გაკონტროლებას ითხოვს 

ოპოზიციონერი დეპუტატის, "გირჩის" წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, სიღარიბე საქართველოს მოსახლეობის მთავარი პრობლემაა და ამის მთავარი მიზეზია ინფლაცია. 

მისი თქმით, საუბარი უნდა დაიწყოს ეროვნული ბანკის გაკონტროლების მექანიზმზე. 

"თუ მართლა გვინდა, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს, თუ გვინდა რომ ჩვენი მოქალაქეები არ ღარიბდებოდეს და არ გვქონდეს მაღალი ინფლაცია, უნდა დავინახოთ პრობლემის მასშტაბი და დავიწყოთ საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა კონტროლდებოდეს ძალაუფლების ეს ყველაზე დიდი ცენტრი, ეროვნული ბანკი. სამწუხაროდ, არ არსებობს არანაირი კონტროლის მექანიზმი.

ჩვენ ფაქტობრივად, არ გვაინტერესებს რას აკეთებს ეროვნული ბანკი, ჩვენ არ გაგვაჩნია კონტროლი, ამიტომ გვაქვს ყველა ის პრობლემა, რომელიც მოყვება ფულის უკონტროლო ბეჭდვას. და თუ ჩვენ არ გაგვაჩნია იმის უნარი, რომ ეს ხალხი ვაკონტროლოთ, მაშინ ჩვენ მინიმუმ თავისუფლება უნდა მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს და თავად გადაწყვიტონ რომელი ფული ურჩევნიათ. ჩვენ ადამიანებს წავართვით ეს უფლება და სანაცვლოდ მივეცით გაუგებარი ეროვნული მნიშვნელობის ქაღალდი და სინამდვილეში, ამით ვბეგრავთ მათ და ვბეგრავთ ისე, რომ ვერ ვაკონტროლებთ. ფაქტობრივად, ვინც ჩაიგდებს არაფორმალური კონტროლის მექანიზმით ამ ინსტიტუციას ხელში, ის არის ამ ინსტიტუციის მფლობელი. ეს არის ნორმალურ საზოგადოებაში დაუშვებელი.  ჩემი მოწოდება იქნება ამ თემაზე გავმართოთ დისკუსია და დავინახოთ პრობლემის მასშტაბები.  ეს არის მთავარი პრობლემა, რომელიც განაპირობებს სხვა პრობლემებს“, - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა პლენარულ სხდომაზე. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023