ეკონომიკა
03/02/2021

არჩილ თალაკვაძე: ვმუშაობთ გეგმაზე, რომ ეკონომიკის აღდგენას დავეხმაროთ

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პოსტკოვიდურ პერიოდში ყველაზე მთავარი გამოწვევა იქნება ეკონომიკა.

მისი თქმით, პარლამენტის ყველა კომიტეტთან მიმდინარეობს მუშაობა კონკრეტულ გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც მიმართული იქნება ეკონომიკის აღდგენასთან.

„2021 წელს, გარდა იმისა, რომ უნდა დავასრულოთ პანდემია, მოგვიწევს მნიშვნელოვანი გამოწვევებისთვის თვალის გასწორება - ეს არის ეკონომიკის აღდგენა. ამ პერიოდში, როდესაც მოქმედებს შემზღუდავი ღონისძიებები, მაქსიმალურად ჯანსაღად შევინარჩუნოთ ის ეკონომიკური საბაზო ფუნქციები, რომელზეც მეტწილად დამოკიდებული იქნება ეკონომიკის აღდგენის სიჩქარე.

საქართველო მოქმედებს იმ სტრატეგიით, რომ ვაქცინაციის დაწყების შემდგომი პერიოდისთვის, რომელიც სავარაუდოდ იქნება ზაფხულის დასაწყისში, მთელი ძალებით შევძლოთ გავხსნათ და გავააქტიუროთ ეკონომიკა, მათ შორის შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყარო, ეკონომიკის წამყვანი სფერო - ტურიზმი“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, ტურიზმი, ეს არის ეკონომიკური აქტივობა, რომელსაც სჭირდება სხვა დარგების აქტიური ფუნქციონირება, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, პროდუქციის შექმნა, მეწარმეობა, აგრეთვე იმპორტი.  

„ჩვენ მოგვიწევს არაორდინალური გადაწყვეტილებების მიღება. ჩემი ინიციატივით დაწყებულია მუშაობა პარლამენტის ყველა კომიტეტთან, ვაკეთებთ ინტეგრირებულ გეგმას, რათა ეკონომიკის აღდგენას დავეხმაროთ. გეგმას საზოგადოებას უახლოეს პერიოდში წარვუდგენთ.

გვესმის ყველას, რომ ადვილი არ იქნება ეკონომიკის დაბრუნება იმ ტემპებში, განვითარების იმ მაჩვენებლებში, როგორც ეს იყო პანდემიამდე, თუმცა, ჩვენთვის იმედის მომცემი გახლავთ ის, რომ ძირითადი პეტენციალი, ეკონომიკის საბაზისო ფუნქციები არის შენარჩუნებული.

დანარჩენ მიმართულბებზე, სადაც პანდემიამ ზიანი მიაყენა ჩვენს ეკონომიკას და არაერთი სექტორი გახლავთ , იქ უკვე კონკრეტული ინტერვენციების საკითხი უნდა განვიხილოთ, ვგულისხმობ ეკონომიკურ ფინანსურ სტიმულებს და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, როგორც საგადასახადო, ასევე საკრედიტო და კაპიტალზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში, სესიაზე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023