ეკონომიკა
02/11/2023

"არცერთი მშენებლობის ხელშეკრულება, არ გაცდენილა იმ ღირებულებას, რომლითაც თავდაპირველად გაფორმდა"

„სამტრედია-გრიგოლეთის პროექტის ღირებულებასთან დაკავშირებით, ჩვენი ოპონენტები არასწორ ციფრებს შეგნებულად აჟღერებენ. თითქოს პროექტის ღირებულება  რამდენჯერმე გაიზარდა. ციფრები, რომლებსაც ასახელებენ არ არის მშენებლობის ღირებულების ციფრები, ეს არის კონკრეტული პერიოდისთვის  საპროგნოზო ბიუჯეტის ათვისების სავარაუდო მოცულობები. ეს რიკოთის პროექტსაც ეხება,“- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა პარლამენტში, მინისტრის საათზე, პროექტების ღირებულებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამტრედია-გრიგოლეთის პროექტი რამდენიმე მონაკვეთადაა დაყოფილი. 237 მილიონი ლარი მხოლოდ ერთი მონაკვეთის ღირებულება იყო . სწორედ ამ ერთი მონაკვეთის ღირებულებას ოპონენტები უტოლებენ პროექტის ოთხი მონაკვეთის ღირებულებას და ამბობენ, რომ პროექტის ღირებულება გაძვირდა, რაც არასწორია.

„თქვენ ამბობთ 4 მონაკვეთი რატომ არის უფრო ძვირი ვიდრე ერთი მონაკვეთი. პროექტების განხორციელება ერთდროულად არ დაწყებულა. შესაბამისად, 2013 წელს ასახულია მხოლოდ იმ ერთი მონაკვეთის ღირებულება, რომელიც იმ კონკრეტულ წელს დაიწყო. ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ 4 მონაკვეთი უნდა ღირდეს ერთ მონაკვეთზე ძვირი. რიკოთთან მიმართებაშიც ანალოგიური ვითარება გვაქვს.  არცერთი მშენებლობის ხელშეკრულება, არ გაცდენილა იმ ღირებულებას, ფინანსურ ვალდებულებებს და პირობებს, რომლითაც გაფორმდა. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ 600 მილიონით გაიზარდა პროექტი, არ არის სიმართლე,“-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023