ეკონომიკა
07/05/2021

ბაქარ ფალავანდიშვილი: მხოლოდ ერთი მრჩეველის დანიშვნით ინვესტიციების ზრდას არ უნდა ველოდოთ

„ჯეოქეისის“ ანალიტიკოსი ბაქარ ფალავანდიშვილი "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, ისეთი გამოცდილებისა და წარსულის მქონე ადამიანის დახმარებით, როგორიცაა ვაზილ ჰუდაკი, შესაძლებელი იქნება საქართველოთი მეტი უცხოელი ინვესტორი დაინტერესდეს.

ბაქარ ფალავანდიშვილის განმარტებით, პანდემიურ პერიოდში, როცა ქვეყანაში FDI-ს მნიშვნელოვანი ვარდნა გვაქვს, ინვესტორების დაინტერესება მით უფრო მნიშვნელოვანია.

„თუმცა არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ მხოლოდ ერთი მრჩეველის დანიშვნა შეძლებს ქვეყანაში ინვესტიციების შემოტანას. ინვესტორის შემოსვლა ქვეყანაში საბოლოო ჯამში საინვესტიციო კლიმატითა და მიმზიდველობით განისაზღვრება. რამდენად უნარიანია ჩვენი სამუშაო ძალა, როგორია საგადასახადო სისტემა, როგორია სასამართლო სისტემა. ამასთან, უნდა გვქონდეს მკაფიო წარმოდგენა რა ტიპის ინვესტიცია გვჭირდება ქვეყანაში. ჩვეთან არის განცდა, რომ ნებისმიერი ინვესტიციის შემოსვლა არის კარგი და აუცილებელი, მაგრამ როგორც გამოცდილება აჩვენებს ეს ასე ყოველთვის არ არის. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ისეთი ინევესტიციების შემოსვლა რომელიც გაზრდის ადამიანების უნარებს და ახალი ტექნოლოგიების შემოდინებას. რაც საბოლოო ჯამში დაეხმარება ადგილობრივ ბიზნესს დააკვირდეს უცხოურს და ისწავლოს მისგან. ამ ტიპის ხარისხიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდავზე უნდა იყოს ორიენტირებული ქვეყანა,“-აღნიშნა ბაქარ ფალავანდიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების მიმართულებით სპეციალურ მრჩევლად ვაზილ ჰუდაკი წარადგინა. პრემიერის თქმით, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში მთავრობა ეკონომიკის აღდგენის ახალ გეგმაზე მუშაობს. წამყვანი როლი კი, უცხოურ ინვესტიციებს ექნება.

“ქვეყანას სჭირდება ინვესტიციები, რაც ნიშნავს ეკონომიკის სწრაფ აღდგენას, მეტ დასაქმებას და მეტ შემოსავალს ჩვენი მოქალქეებისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევარჩიეთ ვაზილ ჰუდაკი, რომელიც არის საქართველოს მეგობარი. თავისი წარმატებული კარიერის განმავლობაში მუშაობდა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე პრეზიდენტად, სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრად, ფინანსთა მინისტრად, მანამდე მუშაობდა კერძო ბანკებში. ვაზილ ჰუდაკი ძალიან კარგად იცნობს საქართველოს“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.



Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023