ეკონომიკა
13/10/2023

"ბიზნესი არბიტრაჟს განსაკუთრებით, ფინანსურ ინსტიტუტებთან  სამომხმარებლო დავებისთვის მიმართავს"

არბიტრაჟს, როგორც სასამართლოს ეფექტურ ალტერნატივას საქართველოში სულ უფრო მეტი ბიზნესის წარმომადგენელი მიმართავს. ამ კუთხით განსაკუთრებით უცხოელი ინვესტორები აქტიურობენ.

როგორც არბიტრთა ასოციაციის თავმჯდომარემ, რუსუდან ჭკუასელმა  „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, სექტორების ჩამონათვალი,  სადაც დავის შემთხვევაში არბიტრაჟს მიმართავენ,   ბოლო პერიოდში საკმაოდ მრავალფეროვანია.

„სამწუხაროდ, არბიტრაჟში ბიზნესის მიმართვიანობის  ზუსტი სტატისტიკა არ გვაქვს, იქიდან გამომდინრე რომ არბიტრაჟის პროცესი კონფედენციალურია.  თუმცა სასამართლოში არსებული მონაცემებით, ანუ  საარბიტრაჟო დავების ცნობა-აღსრულების რაოდენობიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, მიმართვიანობა არბიტრაჟში  წინა წლებთან შედარებით, ბოლო პერიოდში საგრძნობლად  გაზრდილია.

რაც შეეხება სექტორებს, ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. თუმცა განსაკუთრებით ჭარბობს ფინანსურ ინსტიტუტებთან  სამომხმარებლო დავები. ასევე თითქმის ყველა სექტორის მხრიდან ფიქსირდება მიმართვა.“-აღნიშნა რუსუდან ჭკუასელმა.

მისივე განმარტებით,  საქართველოში არსებული კანონის მიხედვით, ქვეყანაში საარბიტრაჟო დავა ექვს თვეში უნდა გადაწყდეს.  

„ამ კუთხით ვადები ნამდვილად დაცულია. ექვს თვეში რეალისტურია საარბიტრაჟო დავების გადაწყვეტა ჩვენს ქვეყანაში, თუმცა სასამართლო ცნობა აღსრულებას 30 დღის ნაცვლად, ზოგჯერ წლებს ანდომებს.ეს კი აუარესებს სტატისტიკას და არბიტრაჟს  იმ ბენეფიტს უკარგავს, რაც არის სწრაფი მართლმსაჯულების მიღება.“- აღნიშნავს რუსუდან ჭკუასელი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023