ეკონომიკა
08/09/2020

COVID-ის პირობებში II კვარტალში ქართულ ეკონომიკაში $237.8 მლნ-ის უცხოური ინვესტიცია ჩაიდო

პანდემიის პირობებში ქართულ ეკონომიკაში უცხოური კაპიტალის შემოდინება, მცირედით, მაგრამ მაინც გაიზარდა.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის II კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოცულობა 0.5%-ით გაიზარდა და 237.8 მლნ დოლარი შეადგინა.

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა 2020 წლის II კვარტალში 57% პროცენტი შეადგინა.

ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 78.1 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 32.9%-ია.

მეორე ადგილზეა ენერგეტიკის სექტორი - 29.6 მლნ დოლარით, მესამეზე - მშენებლობის სექტორი 27.7 მლნ დოლარით.

ძირითადი ინვესტორი ქვეყნების ლიდერი გაერთიანებული სამეფოა - 58.9 მლნ დოლარით, მეორე პოზიცია უკავია ნიდერლანდებს 53.2 მლნ დოლარით, მესწამე ადგილზე კი  თურქეთია 31.5 მლნ დოლარით.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023